სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ინტელექტის დღე

თარიღი: 2013 აპრილი 10

ინტელექტის დღე

 

ინტელექტის დღე საქართველოში

25 მარტს, თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში  პროექტინტელექტის დღის" პრეზენტაცია გაიმართა. სკოლების წარმომადგენლებს პრეზენტაცია სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ვახტანგ ასანიძემ, კლუბრა? სად? როდის?" პრეზიდენმა - გიორგი მოსიძე და პროექტის მენეჯერმა - ვახტანგ ლომჯარიამ წარუდგინეს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალურ (70) ცენტრში 13 აპრილს სკოლის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაშისრა? სად? როდის?" ტურნირი გაიმართება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს. გუნდები სკოლის სახელით იასპარეზებენ, შესაბამისად ტურნირზე თითო სკოლას ერთი 6-კაციანი გუნდი (სკოლის ნაკრები) ეყოლება.  ონლაინ რეჟიმში, რეგისტრაცია გაიარა 1300-მა სკოლამ და სულ პროექტში 10000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ინტელექტის დღის" ფინალი 11 მაისს თბილისში გაიმართება.

ტურნირიში საუკეთესო  3 გუნდი  გამოვლინდება, რომლის  წევრებიც პრიზებთა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

აღსანიშნავია,რომ ინტელექტის დღე საქართველოში პირველად გასულ, 2012 წელს გაიმართა და მასში 1214 სკოლა მონაწილეობდა.

პროექტისინტელექტის დღე"ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კლუბირა? სად? როდის?”.

ტურნირში მონაწილეობასთან ან სხვა ტექნიკურ საკითხებზე მიმართეთ პროექტის კოორდინატორს: ვახტანგ ლომჯარია, მობ: 597 77 66 31

ტურნირში მოსწავლეები გუნდური პრინციპით მონაწილეობენ. ტურნირის პირველ ეტაპზე მათ 24 კითხვას უნდა გასცენ სწორი პასუხები. პირველ ტურში გამოვლინდება საუკეთესო 70 გუნდი (თითო გუნდი თითო მუნიციპალიტეტიდან), რომლებიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს თბილისში, 11 მაისს შეხვდებიან. ამ ეტაპზე გუნდები 36 კითხვას უპასუხებენ.

ტურნირის დებულება