სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კონკურსი 2013-2014 წლების საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

თარიღი: 2013 აპრილი 16

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე.

აღნიშნულ ინიციატივა ხორციელდება, გაერო-ს შესაბამის რეზოლუციების (52/83, 54/120, 56/117, 58/133, 59/148, 60/2, 62/126, 64/130, 66/121) უზრუნველსაყოფად და ევროატლანტიკურ სივრცეში ქართველი ახალგაზრდობის ღირსეული ადგილის დამკვიდრების მიზნით. აღნიშნული რეზოლუციები მოუწოდებენ წევრ-სახელმწიფოებს „შეიყვანონ ახალგაზრდა წარმომადგენელი ეროვნული დელეგაციების შემადგენლობაში გენერალურ ასამბლეასა და გაერო-ს სხვა შესაბამის ფორუმებზე."

ახალგაზრდული პროგრამა -  „გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლი" სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, პროგრამის პარტნიორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რისთვისაც მადლობას ვუხდით.

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს მიეცემა შესანიშნავი შესაძლებლობა იმოგზაუროს და შეხვდეს ახალგაზრდებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა უფრო სიღრმისეულად გაეცნოს ახალგაზრდების პრობლემებს, გამოწვევებს, ინტერესებსა და მოსაზრებებს. აღნიშნული ეროვნული ტურის შემდეგ, ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. New-York-ში ყოფნის განმავლობაში, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეისა და გაერო-ს სხვა ფორუმების მუშაობაში, როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, რაც მას მისცემს საქართველოს და სხვა ქვეყნების დიპლომატიურ პერსონალთან მუშაობის შესაძლებლობას. ახალგაზრდობის წარმომადგენელი ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებს სხვა ქვეყნების ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან და გაერო-ს თანამშრომლებთან, რათა მოხდეს ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოწევა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შემუშავება. ამასთან, ახალგაზრდობის წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება სიტყვით გამოვიდეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ყველა  18-დან 25 წლამდე ახალგაზრდას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: Curriculum Vitae და მაქსიმუმ 500 სიტყვიანი ინგლისურ ენაზე დაწერილი თემა შემდეგ საკითხზე:

  • Advise UN Secretary-General on what role can youth play in Post-2015 Development Agenda.

გთხოვთ, აღნიშნული დოკუმენტები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტით: youthdelegate@msy.gov.ge  

ვადები:

1.       განაცხადების მიღება - 2013 წლის 3 მაისის ჩათვლით

2.       მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებთან გასაუბრება 20-25 მაისს

3.       საჯარო გამოსვლა - 31 მაისი

კონკურსი ჩატარდება სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ისევე როგორც მოქმედი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

1.     პირველ ეტაპზე კანდიდატები შეფასდებიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

2.     შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას კომისიასთან. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

3.     გასაუბრების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები სიტყვით გამოვლენ (ინგლისურ ენაზე) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ საჯარო ღონისძიებაზე. სიტვით გამოსვლას შეაფასებს კომისია.

გამარჯვებული კანდიდატი გამოცხადდება 2013 წლის ივნისის შუა რიცხვებისთვის.

  • 2012-2013 წლების გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდების წარმომადგენლის - გიორგი ჭეხანის სიტყვით გამოსვლა გენერალური ასამბლეის მე-3 კომიტეტის პლენარულ სხდომაზე

 

  • გიორგი ჭეხანისა და სხვა ქვეყნების ახალგაზრდობის წარმომადგენლების მოკლე ბიოგრაფიისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდსhttp://social.un.org/index/Youth/OurWork/Youthdelegateprogramme/67thGAsession.aspx
  • ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამისა და გაერო-ს სხვა ახალგაზრდული ინიციატივების შესახებ ეწვიეთ გაერო-ს სოციალური პოლიტიკისა და განვითარების განყოფილების ვებ-გვერდს: http://social.un.org/index/Youth.aspx