სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2013 ივლისი 12

,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის'' ფარგლებში  ქვეპროგრამის სახით ,,არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა'' მიმდინარეობს, რომელიც მიზანად ისახავს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას სპორტში აქტიური ჩართვით, არაფორმალური განათლების და პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფით, კულტურულ-შემეცნებითი, გასართობი ღონიძიებების/აქტივობების განხორციელებით.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს შორის წლის დასაწყისში გაფორმდა მემორანდუმი, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნული პროგრამის ეფექტურ განხორციელებას.

ამჟამად, არასრულწოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში მიმდინარეობს: საწვრთნელი ვარჯიშები და ფეხბურთსა და რაგბში, ხეზე კვეთის სწავლება, კინოლექტორიუმი, კომპიუტერული პროგრამებისა და გიტარის სწავლება;  ასევე,  ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მიმდინარეობს ,,ქუილთი''-ს სწავლება.

2013 წლის  6 მარტს შედგა პირველი ვიზიტი არასრულწოვან მსჯავრდებულთან, რომელშიც მონაწილეობა  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიიღო. არასრულწოვნებს  საჩუქრად გადაეცა 300-მდე წიგნი ბიბლიოთეკისათვის, სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი, სპორტული ფეხსაცმელი, კალათბურთისა და ფეხბურთის ბურთები,  კრივის ტყავის ტომარები და მასზე სავარჯიშო ტყავის ხელთათმანები, მაისურები, სავარჯიშო მოწყობილობები (ტრენაჟორები),  ხეზე კვეთისათვის საჭირო აღჭურილობა (საბურღი დაზგები, ხერხები, გამწოვი და სხვა).  გაიმართა მუსიკალური ჯგუფი ,,ფრანი''-ს კონცერტი.

1 მაისს არასრულწოვნებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები - დავით კვირკველია, ირაკლი მოდებაძე, გულვერდ თომაშვილი, ირაკლი მაისურაძე (გორის დილა),  ირაკლი ძარია და გიორგი სეთურიძე (თბილისის დინამო) ესტუმნენ.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა არასრულწლოვნებს ბურთები და სხვადასხვა სპორტული სუვენირები გადასცეს, ბავშვებთან ერთად მაგიდის ჩოგბურთი და ფეხბურთი ითამაშეს, მათი საცხოვრებელი ადგილი დაათვალიერეს და საფეხბურთო თემებზე ისაუბრეს.

23 მარტს რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. მსჯავრდებულებს პროგრამის კოორდინატორებთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ცნობილი მოჭადრაკე, ფიბას ვიცე-პრეზიდენტი, ზურაბ აზმაიფარაშვილი ეწვია.

28 მარტი, 2 აპრილი, 11 აპრილი -  გაიმართა შესარჩევი ტურები პროექტისათვის ,,ინტელექტის დღე - რა, სად, როდის?''

31 მარტი - მოეწყო ამხანაგური შეხვედრა მინი-ფეხბურთში არასრულწოვან მსჯავრდებულებსა და სხვადასხვა სპორტ-კლუბების შესაბამის ასაკობრივ ქვეჯგუფთან.

13 აპრილს  სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,ინტელექტის დღე - რა, სად, როდის?'' საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად არასრულწოვანთა მსჯავრდებულებმაც მიიღეს მონაწილეობა.

მსჯავრდბულებმა მონაწილეობა მიიღეს ინელექტუალურ მედიაპროქტში  ,,ეტალონი'', რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილედება. გამარჯვებულებს სამინისტროსგან  გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. გამომცემლობა ,,ლიბრა''-მ ფინალისტებისათვის საჩუქრად წიგნები დააწესა.

5 ივნისს პროგრამის ფარგლებში,  ავჭალის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად,  ვეტერანი ფეხბურთელები გოჩა ჯამარაული და მიხეილ ყაველაშვილი ესტუმრნენ.

12 ივნისს,  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ავჭალის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებას, საერთაშორისო სარაგბო ტურნირის „Tbilisi Cup"-ის მონაწილე ქართველი, სამხრეთ აფრიკელი და ურუგვაელი მორაგბეები ეწვივნენ: სამხრეთ აფრიკა - სტეფან ვუოტერმეიერი, რიკარდო კროი, ედვარდ მაინერსი. ურუგვაი - სანტიაგო კორ, ჯოზე კორონელ. საქართველო - კოტე მიქაუტაძე, ანტონ ფეიქრიშვილი, დავით კაჭარავა. საქართველოს რაგბის კავშირი - ალექსანდრე უჯმაჯურიძე. IRB (რაგბის საერთაშორისო საბჭო) - ენდრიუ ჰოგან. სპორტსმენებმა ბავშვებთან ერთად რაგბი ითამაშეს და საჩუქრად ბურთები მიუტანეს, შემდეგ კი ციხის ტერიტორია დაათვალიერეს.

23 ივნისს არასრულწოვნებში ფეხბურთის ტურნირის ფინალი გაიმართა. გამარჯვებული გუნდი შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს შეხვდა. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ სამახსოვრო პრიზებით.

10 ივლისს ავჭალის არასრულწოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში ქართული პოეზიისა და მუსიკის საღამო გაიმართა, რომლიც საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისა და ,,ლიტერატურული საზოგადოება ვერკვლისციხელი''-ს ხელშეწყობით დაიგეგმა. არასრულწოვნებს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ: ტარიელ ხარხელაური, გელა დაიაური, გუჯა ბურდული, რუსუდან ზვიადაური.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტურნირები სპორტულ სახეობებში : მკლავჭიდი, ქუჩის კალათბურთი,  ფეხბურთი, რაგბი, ფრენბურთი (პერიოდულად, წლის ბოლომდე).