სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2013 ივლისი 15

,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის'' ფარგლებში  მიმდინარეობს,,მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა‘', რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს მომავალი პროფესიის არჩევისა და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვის საკითხებში.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს პროფესიული კარდების სიმწირესა და ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებულობას  სამომავლო პროფესიის არჩევისას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაინერგოს  ,,მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა‘'.

აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ფაქტობრივად საწყის მდგომარეობაშია, რაც გარდა ორგანიზაციული სიძნელეებისა, გამოწვეულია საერთოდ პროფდიაგნოსტიკური საშუალებების, პროფესიული საქმიანობის ანალიზზე დაფუძნებული სპეციალური ტესტებისა და მათი გამოყენების მეთოდური რეკომენდაციების სიმცირით(არარსებობით).

ამიტომ პროექტი დაეხმარება მოზარდებსა და ახალგაზრდების პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროქტი უზრნველყოფს პროფორიენტაციის მეთოდოლოგიის შერჩევას და ადაპტირებას, საინფორმაციო უზრუნველყოფას, პროდუქტის მიტანას ბენეფიციარებამდე საინფორმაციო გზამკვლევების, წიგნებისა და ინერაქტიული ვებ-გვერდის საშუალებით.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პროფესიული ორიენტაციის ინტერაქტიული ვებ-გვერდის მომზადება, სადაც განთავსდება დარგის ექსპერტთა მონაწილეობით შერჩეული, სანდო და ვალიდური ფსიქო-დიაგნოსტიკური (ქართული სუბკულტურის შესაბამისი) ადაპტირებული პროფორიენტაციისათვის განკუთვნილი ტესტები. ასევე მომზადდება პროფესიული ორიენტაციის გზამკვლევი (სახელმძღვანელო) მოსწავლეებისათვის, რომელიც   ამ სფეროში არსებულ უახლეს მეთოდოლოგიას დაეფუძნება.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:

1.    პროფესიული ორიენტაციისათვის განკუთვნილი სანდო და ვალიდური დიაგნოსტიკური ტესტების ადაპტაცია და პროგრამული უზრუნველყოფა;

2.    პროფესიული ორიენტაციის ინტერაქტიული ვებ-გვერდის მომზადება;

3.    პროფესიული ორიენტაციის გზამკვლევის (სახელმძღვანელოს) მომზადება;

4.    პროგრამის მხარდამჭერი PR სტრატეგიის შემუშავებას და შემდგომ განხორციელებას  

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International-ის საქართველოს წარმომადგენლობას შორის მიმდინარე წლის 24 ივნისს გაფორმდა მემორანდუმი  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობისა და თანადაფინასების შესახებ.

აღნიშნული ორგანიზაცია უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის პროფორიენტაციის სახელმძღვანელოს მომზადებისა და ბეჭდვის ხარჯებს.

პროექტის ბენეფიციარები:  ინტერაქტიულ ვებ-გვერდზე განთავსებული ტესტებით სარგებლობა შეეძლებათ მოსწავლეებს, სტუდენტებს, ნებისმიერ  მსურველს,  პროფესიული ორინტაციის საკითხით დაინტერესებულ პირებს. ადაპტირებული ტესტების გამოყენება შეუძლიათ 14-65 წლამდე ასაკის ადამიანებს, ასევე გათვალისწინებულია  მცირე ასაკის -  11-17 წელი - მოსწავლეებისათვის გამოსაყენებელი ვერსიები და ტესტები სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის (14-74წ).

მოსალოდნელი  შედეგები: პროექტის განხორციელებით მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ ინტერაქტიულ ვებ-გვერდზე განთავსებული პროფორიენტაციული ტესტების, კითხვარების, სხვადასხვა საჭირო ინფორმაციული მასალების და გზამკვლევების საშუალებით მიიღონ ინფორმაცია საკუთარი უნარების, შესაძლებლობების, ძირითადი პიროვნული მახასიათებლების, პროფესიებთან შესატყვისი ფსიქოტიპების შესახებ. მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მათთვის და ასევე, მათი მშობლებისთვის, იქნება ერთგვარი რეკომენდაცია პროფესიის არჩევის  პროცესში. 

მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს თვითშეფასებისა და თვითორიენტაციის საფუძველზე გამოავლინონ საკუთარი უნარები და მისწრაფებები.