სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2013 ივლისი 17

მიზანი: საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ექსკურსიები

 25 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით,  ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის მცხოვრები 50-მდე ახალგაზრდა თბილისს ეწვია. ექსკურსიის ფარგლებში ახალგაზრდები ესტუმრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შეხვდნენ სამინისტროს ხელმძღვანელობას, დაათვალიერეს ქართული სპორტის მუზეუმი. ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაგრძელდა, მოეწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების  ხრიდოლის წარმოდგენები და სხვადასხვა გასართობი თამაშები.  შემდეგ სტუმრებმა ძველი თბილისის  ღირსესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს.  ექსკურსიის დასასრულს კი ახალგაზრდები სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ.

 1 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა ექსკურსია თბილისში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახმეტის რაიონში მცხოვრებმა 50 ეთნიკურად ქისტმა და ჩეჩენმა ახალგაზრდებმა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად მოეწყო შეხვედრა რეინტეგრაციის  სამინისტროში. შეხვედრას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მასპინძლობდა,  განხილულ იქნა მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები და ახალგაზრდული ინიციატივები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი  ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას ისახავს  მიზნად. ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაგრძელდა, მოეწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების  ხრიდოლის წარმოდგენები, ახალგაზდრებმა მონაწილეობა მიიღეს  სხვადასხვა გასართობ თამაშებში.  შემდეგ სტუმრები სიმონ  ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ, შემდეგ  ქალაქის ძველ ნაწილში გადაინაცვლეს და მეტეხის ხიდი, აბანოთუბანი, ნარიყალა და თბილისის ციხე დაათვალიერეს. 

21 ივნისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით თბილისს ესტუმრა 50  შაომიანში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი და ქართველი დევნილი ახალგაზრდა. ექსკურსიის ფარგლებში  მოეწყო თბილისის  ტური. ახალგაზრდები  თბილისი ცენტრალის  ბოულინგ ცენტრსა  და  მთაწმინდის პარკს ესტუმრნენ.  

პროგრამის ფრგლებში მიმდინარე წელს კიდევ 3 ანალოგიური ექსკურსია იგეგმება.

ვიზიტი ევროპის ჩემპიონატზე

აღსანიშნავია ახმეტის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების ვიზიტი თბილისში, რომლის ფარგლებშიც პანკისის ხეობიდან მოწვეული 150-მდე ახალგაზრდა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს დაესწრო, მონაწილეებს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისაგან საჩუქრად გადაეცათ მაისურები. ამასთან ერთად ახმეტის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს სამინისტრომ  სპორტული ინვენტარი -  ბურთები და ფორმებიც გადასცა. ანალოგიური აქცია განხორციელდა ახალქალაქში სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობას ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის საჩუქრად გადაეცა 3 ცალი ჩოგბურთის მაგიდა და სპორტული ინვენტარი, კრივის აღჭურვილობა და ხელთათმანები.ასევე  სპორტული ინვენტარის გადაცემის აქცია განხორციელდა ახმეტის რაიონში, სვანეთსა და ყაზბეგში, ასევე საქართველოში მცხოვრები ასირიელებისათვის  შეძენილ იქნა საფეხბურთო ფორმები. სსიპ. "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი"-ს მარტყოფის შშმპ-თა პანსიონატისათვის საჩუქრად გადაეცა ჩოგბურთის მაგიდა. ასევე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბაზაზე ფუნქციონირებად ააიპ. სოფ. აჟარის სპორტული სკოლას, სადაც ვარჯიშობენ ზემო აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, გადავეცით ჩოგბურთის მაგიდა.

სწრაფი ბეჭდვისა  და ლოგიკური აზროვნების კონკურსი

განსაკუთრებული ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია სწრაფი ბეჭდვისა და ლოგიკური აზროვნების კონკურსმა რომელიც ბოლნისში, მარნეულსა და ახალქალაქში ჩატარდა. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ინტერაქტიული,  შემეცნებით-გასართობი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებში ავითარებს მართლწერის უნარ-ჩვევებს. ახალქალაქის   N 2 საჯარო სკოლაში,   კონკურსის ფინალურ ეტაპს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ - ლევან ყიფიანთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - სოზარ  სუბარი და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში - პაატა ზაქარეიშვილი დაესწრნენ.

სწრაფი ბეჭდვისა და ლოგიკური აზროვნების კონკურსში საქართველოს ჩემპიონატის გამართვა იგეგმება, ამ ეტაპისათვის დასრულებულია შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის უზრუნველყოფა.  

„გალაკტიონობა 2013"

 8 ივნისს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მთაწმინდის მთვარის" მიერ ორგანიზებული ღონისძიება-კონკურსი "გალაკტიონობა 2013" გაიმართა. მასში მონაწილე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გამარჯვებულები, სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოვლინა.

სოფელ ჭყვიშში, ტაბიძეების სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ ღონისძიებაში, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, გარდაბნის და მარნეულის ეთნიკური უმცირესობის არაქართულენოვანი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს, მოსწავლეებს შორის, გალაკტიონის ლექსის მხატვრულად კითხვის ნომინაციის გამარჯვებული, სწორედ გარდაბნის საჯარო სკოლის მოსწავლე, ორხან ალიევი გახდა.

 ღონისძიების ფარგლებში მხატვრული ნომინაციების გარდა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ ცხენბურთში, ისინდში, ადგილობრივ და წმინდა სისხლის ცხენებს შორის  გამართულ დოღშიც. მსგავსი აქტივობების მთავარ მიზანს წარმოადგენს მეტი მონაწილის მოზიდვა და „გალაკტიონობის" როგორც ყოველწლიური ღონისძიების დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების ინტერესის გაღვიძება-გაღრმავებას გალაკტიონის პოეზიისადმი, როგორც ეროვნული კულტურული საგანძურის მიმართ.

„სტუმარ-მასპინძელი" აზერბაიჯანულ ენაზე

პროგრამის ფარგლებში, აზერბაიჯანულ ენაზე რადიო სპექტაკლის სახით დაიდგა   ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი", დამზადდა 400 ცალი DVD დისკი, მაისურები და გავრცელდა მოსწავლე-ახალგაზრდებსა და სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.

ინტერნეტ რადიო მარნეულში

პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ქ. მარნეულის ახალგაზრდობის ცენტრის რადიო მაუწყებლობის ტექნიკური აღჭურვილობის  გამართვა.  პერსონალის შერჩევა /ტრეინინგი, სტრუქტურისა და მაუწყებლობის ხარისხის გაუმჯობესება. მოხდა საცდელი გადაცემების ჩაწერა ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე.