სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამა“

თარიღი: 2013 ივლისი 17

მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამას" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფები საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე სარეაბილიტაციო-აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად   გაემგზავრებიან.

პროექტში 150 სტუდენტია  ჩართულია.  ახალგაზრდები ჯგუფებში გადანაწილდებიან და 10 დღით გაემგზავრებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ადგილობრივებს ისტორიულ-კულტურული ძეგლების მოვლა-დასუფთავებაში დაეხმარებიან.

14 ივლისს, სამების საკათედრო ტაძარში,  ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამის" მონაწილეები დალოცეს.

17 ივლისს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სტუდენტების პირველი ნაკადი,  70 ახალგაზრდა   ცაგერში, ლასურიაში, მანგლისში, აბასთუმანში, ნეკრესსა და ვარძიაში არსებულ სარეაბილიტაციო-აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

პროგრამის  ფარგლებში დაგეგმილია ჯგუფების გამგზავრება შემდეგი მიმართულებით:  

18 ივლისი - წალკა, 21 ივლისი - შავნაბადა, 24 ივლისი - ასფარა, 28 ივლისი - ცაგერი