სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 2013 ოქტომბერი 10

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მრავალ პროექტს ახორციელებს.

2013 წლის განმავლობაში სამინისტრომ არაერთი პროექტი განახორციელა ამ მიმართულებით.

ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მონაცემთა ბაზის შექმნა.

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებმ - კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის"  და "მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის" პირველად საქართველოში ერთად მოაწყვეს ფლეშმობი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მონაწილეობით.

28 ივნისს, „თეატრი ათონელზე" -სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა ზურაბ კანდელაკის სპექტაკლი - „იხსენით ჩვენი სულები" უსინათლო ახალგაზრდების მონაწილეობით.

საქართველოში პირველი და ერთადერთი უსინათლოთა დრამატული თეატრი ჩამოყალიბდა 1997 წელს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ბაზაზე. თეატრში დაკავებულები არიან უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები.

1997-1999 წლებში თეატრმა დადგა სამი სპექტაკლი. მონაწილეობა მიიღო თეატრალურ ფესტივალ "საჩუქარში".

მიმდინარე წელს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანადგომით, ეს უნიკალური

თეატრი კვლავ აღორძინდა. ამჟამად დასი მუშაობს დრამატურგისა და რეჟისორის, ზურაბ კანდელაკის პიესაზე -"იხსენით ჩვენი სულები".

 

9 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა ერთობლივი დაშვება ჯომარდობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

 


შშმპ ახალგაზრდების შეჯიბრი კლდეზე ცოცვაში

ასპინძის საზაფხულო საინტეგრაციო ბანაკი

პანტომიმის სპექტაკლი „Off Road" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით

შშმ პირთა ფესტივალს ბაქომ უმასპინძლა

International Smiling Child Festival 2013