სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

თარიღი: 2013 სექტემბერი 30

 



4 ივლისს, მთავრობის კანცელარიაში საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა უხელმძღვანელა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია: სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის სტატეგიის ჩამოყალიბება, ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა, ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფა, საქართველოში სპორტული განათლებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარება.

საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა

ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;
თამაზ თევზაძე
- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ირაკლი დოლაბერიძე
- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი;
ქეთევან ბოჭორიშვილი
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
გიორგი ჯავახიშვილი
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
შოთა მურღულია
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
დავით ჯანდიერი
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
ალუდა გოგლიჩიძე
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
ზაზა ბროლაძე
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
ლევან იზორია
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
გიორგი ხელაია
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ალექსანდრე მარგიშვილი
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;
დავით ლომიძე
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
არჩილ თალაკვაძე
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე;
შალვა ამირეჯიბი
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;
მარიამ რაქვიაშვილი
- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო  მინისტრის მოადგილე;
ზაალ სარაჯიშვილი
- დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

საქართველოს მთავრობის დადგენილება