სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: გაიოზ ჯეჯელავა - 100

თარიღი: 2015 იანვარი 12


გუშინ, 11 იანვარს, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გაიოზ ჯეჯელავას დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ამპლუით ფორვარდი ჯეჯელავა პირველი თაობის ქართველი ფეხბურთელების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

გაიოზ ჯეჯელავამ ფეხბურთის თამაში 17 წლის ასაკში დაიწყო, 1937 წელს, თბილისის „დინამოში" მოხვედრამდე კი ის ტსპო-ს და „ლოკომოტივის" გუნდებში ირიცხებოდა. თავდამსხმელმა კარიერა 1948 წელს დაასრულა „დინამოში".

თბილისური კლუბის მაისურით ჯეჯელავამ საკავშირო ჩემპიონატის 136 მატჩში 59 გოლი შეაგდო, 15 სათასო შეხვედრაში 6-ჯერ გამოიჩინა თავი, 6 საერთაშორისო პაექრობაში კი 8 ბურთი მიითვალა. 1939 და 1940 წლებში ის სსრკ ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, 1946 და 1947 წლებში კი ბრინჯაოს მედლებს.

1949-1952 წლებში გაიოზ ჯეჯელავა მოსკოვის სამხედრო-საავიაციო გუნდის - ვვს - მთავარი მწვრთნელი გახლდათ, 1956-1957 წლებში კი თბილისის „დინამოს" ხელმძღვანელობდა.

1946 წელს ჯეჯელავას სპორტის დამსახურებული ოსტატის, 1973 წელს კი საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

გაიოზ ჯეჯელავა 2005 წელს გარდაიცვალა.

სამინისტროს
პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.