სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საჯარო ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 2016 ნოემბერი 18



18 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკაში ლეგენადარული ფეხურთელის, დავით ყიფიანის 65 წლის საიუბლეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემული წიგნის "დღესასწაულის წადილი" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი, რომელიც საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მომზადდა და გამოიცა, ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებსა და ინტერვიუებს, ფოტოსურათებს და მოგონებებს შეიცავს.

გამოცემის ავტორი ჟურნალ „ათიანის" მთავარი რედაქტორი და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი გია გორგოძე გახლავთ.



წიგნის პრეზენტაციას დავით ყიფიანის ოჯახის წევრები, ვეტერანი სპორტსმენები, გულშემატკივრები, ჟურნალისტები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები.

დავით ყიფიანი ყველა დროის ყველაზე წარმატებული თბილისის „დინამოს" ვარსკვლავი გახლდათ. კლუბთან ერთად მან საკავშირო ჩემპიონატი, თასი (ორჯერ), სხვადასხვა სინჯის მედლები, 1981 წელს კი თასების მფლობელთა თასი მოიგო. 1977 წელს ის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

2016 წლის 18 ნოემბერს დავით ყიფიანს 65 წელი შეუსრულდებოდა. ის 2001 წლის 17 სექტემბერს მომხდარ ავტოავარიას შეეწირა.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.