სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ფეხბურთი: ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

თარიღი: 2013 ივლისი 08


კახი კალაძე, კრიშტიანუ რონალდუ და ანდრეი შევჩენკო სტუმრად დინამოელებთან (ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი)

გუშინ, 7 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის დინამოს საფეხბურთო აკადემია. სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად საქართველოს დედაქალაქს მსოფლიო ფეხბურთის ორი ვარსკვლავი ესტუმრა: მსოფლიოს 2008 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის" 2004 წლის მფლობელი, უკრაინელი ანდრეი შევჩენკო.

თბილისის დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, კრიშტიანუ რონალდუმ, ანდრეი შევჩენკომ და სხვა სტუმრებმა საფეხბურთო აკადემია მოინახულეს, პატარა ფეხბურთელებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, საღამოს კი თბილისის და მოსკოვის დინამოს ამხანაგურ შეხვედრას დაესწრნენ.

„მოხარული ვარ თბილისში რომ ვიმყოფები, მსურს მადლობა გადავუხადო თბილისის დინამოს პრეზიდენტს მოწვევისთვის! შესანიშნავი აკადემიაა და წარმატება მინდა ვუსურვო როგორც პატარა ფეხბურთელებს, ასევე თბილისის დინამოს", - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

„თბილისის დინამო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ხელწერით და ბრწყინვალე ფეხბურთით. მჯერა, რომ ახალი საფეხბურთო აკადემია, რომელიც რომან ფიფიას უდიდესი ძალისხმევით აშენდა, კლუბის ახალი წარმატებების საწინდარი გახდება", - ეს უკვე ანდრეი შევჩენკოს სიტყვებია.

„გაივლის წლები და ამ აკადემიაში აღზრდილი ბავშვები დინამოს და ქართულ ფეხბურთს დიდ გამარჯვებებს მოუტანენ. ჩვენ გვინდა, რომ უახლოეს წლებში თბილისის დინამომ სწორედ აქედან მიიღოს შევსება. დარწმუნებული  ვარ, პატარა ფეხბურთელებს ამ აკადემიაში კარგ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის ყველა პირობა ექნებათ შექმნილი", - განაცხადა რომან ფიფიამ და სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.


სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 15
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 29
28 იანვარს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემიის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2018 იანვარი 24
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (GFF) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2017 დეკემბერი 28
27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.