სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა

თარიღი: 2011 თებერვალი 03

ქართული მედიის 39 წარმომადგენელი მონაწილეობდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ საახალწლო რეფერენდუმში, რომელმაც გამოავლინა საქართველოს 2010 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო გუნდი.

რეფერენდუმი წლეულს ორმოცდამეხუთედ გაიმართა. ანკეტებში სულ დასახელებული იყო 36 სპორტსმენი, სპორტის 17 სახეობის  წარმომადგენელი. საქართველოს 2010 წლის N1 სპორტსმენი გახდა საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" მორაგბე დავით ზირაქაშვილი - 284 ქულა.

მან წარმატებით ითამაშა სანაკრებო მატჩებში, თავის კლუბთან ერთად გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მიწვეული იყო მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში. საუკეთესოთა ათეულში 257ქულით მეორე ადგილი ერგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს და იტალიური "ვირტუსის" ფორვარდს  ვიქტორ სანიკიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი გუნდის წარმატებაში.

248 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა თავისუფალი სტილის მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე - 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
 
2010 წლის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:


1. დავით ზირაქაშვილი (რაგბი) ___________ 284
2. ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) __________ 257
3. გიორგი გოგშელიძე  (თავისუფალი ჭიდაობა) _____ 248
4. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი)____________224
5. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) __________207
6. ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა)___201
7. ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო)__________ 127
8. ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი) _______________123
9. ჯანო ანანიძე (ფეხბურთი) __________118
10. დავით ხუციშვილი  (თავისუფალი ჭიდაობა) _____116

ათეულთან ახლოს იყვნენ ვარლამ ლიპარტელიანი(ძიუდო), ლევან ბერიანიძე (თავისუფალი ჭიდაობა), მანუჩარ მარკოიშვილი (კალათბურთი), უშანგი კუზანაშვილი (სამბო),მამუკა გორგოძე (რაგბი), ბაადურ ჯობავა (ჭადრაკი).

წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, რომელმაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. საუკეთესოთა შორის დასახელდნენ აგრეთვე საქართველოს მორაგბეთა (2011 წლის მსოფლიო თასის ფინალისტი), ძიუდოისტთა (ევროპის 2010 წლის გუნდური ჩემპიონი) და ფეხბურთელთა ნაკრები გუნდები. 

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის ლაურეატები

1964 _ სლავა მეტრეველი
1965 _ ომარ ფხაკაძე
1966 _ ალექსანდრე მეტრეველი
1967 _ ზურაბ საკანდელიძე
1968 _ ვიქტორ სანეევი
1969 _ ნონა გაფრინდაშვილი
1970 _ თინათინ ლეკვეიშვილი
1971 _ ლევან თედიაშვილი
1972 _ ვიქტორ სანეევი
1973 _ ლევან თედიაშვილი
1974 _ ლევან თედიაშვილი
1975 _ ნონა გაფრინდაშვილი
1976 _ ვიქტორ სანეევი
1977 _ დავით კვაჭაძე
1978 _ მაია ჩიბურდანიძე
1979 _ თემურ ხუბულური
1980 _ ქეთევან ლოსაბერიძე
1981 _ რამაზ შენგელია
1982 _ მოჭადრაკე ქალთა ნაკრები
1983 _ თეიმურაზ აფხაზავა
1984 _ მაია ჩიბურდანიძე
1985 _ დავით გობეჯიშვილი
1986 _ მაია ჩიბურდანიძე
1987 _ ლერი ხაბელოვი
1988 _ ნინო სალუქვაძე
1989 _ არ ჩატარებულა
1990 _ დავით გობეჯიშვილი
1991 _ არ ჩატარებულა
1992 _ კახი კახიაშვილი
1993 _ კახი კახიაშვილი
1994 _ მოჭადრაკე ქალთა ნაკრები
1995 _ გიორგი ვაზაგაშვილი
1996 _ ელდარ კურტანიძე
1997 _ გიორგი კანდელაკი
1998 _ გიორგი ასანიძე
1999 _ ნინო სალუქვაძე
2000 _ გიორგი ასანიძე
2001 _ გიორგი ასანიძე
2002 _ ელდარ კურტანიძე
2003 _ ელდარ კურტანიძე
2004 _ ზურაბ ზვიადაური
2005 _ რევაზ მინდორაშვილი
2006 _ ზაზა კედელაშვილი
2007 _ რამაზ ნოზაძე
2008 _ ირაკლი ცირეკიძე
2009 _ მანუჩარ ცხადაია
2010 _ დავით ზირაქაშვილი.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 05
სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონია გაიმართა  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 თებერვალი 02
გლდანში მდებარე დუნდუების კრივის დარბაზი ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 1-4 თებერვალს საუკეთესო მოკრივეები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში მონაწილეობას 100-მდე სპორტსმენი იღებს თბილისიდან და რეგიონებიდან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2018 იანვარი 25
კახი კახიაშვილი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩია.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 22
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა! სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ლაშა დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2017 დეკემბერი 06
ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.