4-6 ივნისს სასტუმრო ,,ძველ თბილისში" ოლიმპიური სოლიდარობის ფარგლებში ანტიდოპინგური საერთაშორისო სემინარი გაიმართა, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეგიდითა და დაფინანსებით, ასევე საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისა და საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოზე დაყრდნობით ჩატარდა.უცხოელი სპეციალისტები ქართველ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ექიმებს ADAMS-ის სისტემის შესახებ ესაუბრნენ.