კატეგორია :
რაგბი თარიღი :
2013 აპრილი 15
საქართველოს მორაგბეთა 23-ე ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. საჩემპიონო პლეი ოფში გასული ექვსეულიდან ოთხმა (მესამე-მეექვსე ადგილოსნები), იმ გუნდების ვინაობა გაარკვიეს, რომლებიც თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ, ხოლო ორი დამარცხებული უმედლოდ დარჩა. პლეი ოფის პირველ მატჩში, მეოთხე-მეხუთე საფეხურზე მდგომი გუნდების შეხვედრაში, თბილისის „არმაზმა" დაძაბულ ბრძოლაში 23:18 „ჯიქები" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.