სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ჯაბა ბრეგვაძე ფრანგულ გრანდში ჩაირიცხა

თარიღი: 2012 იანვარი 25

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლიდერი, ამ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ევროპული რაგბის გრანდი "ტულუზი," საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭით, ჯაბა ბრეგვაძით გაძლიერდა. 

ქართველი მორაგბის ფრანგულ კლუბში ჩარიცხვის საკითხი მას შემდეგ გადაწყდა, რაც სპეციალური ტესტები ჩააბარა. ბრეგვაძე უკვე მომავალ უქმეებზე ითამაშებს "ტულუზის" შემადგენლობაში "მეტრო რასინგთან" მატჩში. "ტულუზის" ხელმძღვანელებმა ის ევროთასების განაცხადშიც შეიყვანეს.

ჯაბა ბრეგვაძე 24 წლისაა და თბილისის "ყოჩების" აღზრდილია. შარშან სეზონის დასაწყისში "არმიაში" გადაბარგდა. ეროვნულ ნაკრებში 17 კეპი აქვს მოხვეჭილი. ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსანთა" ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და ჯგუფური ტურნირის ოთხივე შეხვედრაში იასპარეზა. ამ ოთხი შეხვედრიდან ბრეგვაძე სამში ძირითად შემადგენლობაში იყო, ბოლო მატჩში არგენტინის ნაკრებთან კი თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო. 

ის ზრდილი, შრომისმოყვარე და როგორც ქართული რაგბის თემს შეეფერება, ღირსეული პიროვნებაა. იმედია, მისი კარიერა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში ხანგრძლივი იქნება. შეგახსენებთ, რომ "ტულუზმა" "სამედიცინო ჯოკერის" პრინციპით იანვრის დასაწყისში შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე აიყვანა.

"გლობუსამ" მხოლოდ ორ შეხვედრაში იასპარეზა და იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ მინიმუმ ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს. "ტულუზის" მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ გადაწყვიტა კიდევ ერთი "სამედიცინო ჯოკერის" დამატება და თვალი მეორე ქართველს ჯაბა ბრეგვაძეს დაადგა. 

აღსანიშნავია, რომ "ტულუზის" ხელმძღვანელობა ბოლო ხანს აქტიურადაა დაინტერესებული ქართველი მორაგბეებით. წინასწარი შეთანხმება კონტრაქტის გაფორმების თაობაზე უკვე ერთ თვეზე მეტია მიღწეულია კიდევ ერთ ქართველთან, შერკინების ბურჯ ვასილ კაკოვინთან, რომელიც ამჟამად საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტარულ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ბრივში" თამაშობს.

www.sportall.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2018 იანვარი 11
საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის ‘არმია' მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ამერიკელი "არწივები" დაძაბულ ბრძოლაში 21:20 დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრეს - 3:3.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა.