15 მაისს დაიწყება და 12 ივნისამდე გაგრძელდება საქართველოს "უნივერსიადა - 2012"-ი, რომლის ორგანიზატორი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო შეჯიბრების გენერალური სპონსორი "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმია". ტურნირში, რომელშიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გამოვლენ გამარჯვებულები 22 სპორტის სახეობაში გამოვლინდებიან.
4 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში დასრულდა ფუტსალის სტუდენტური ლიგის გათამაშება, რომლის გამარჯვებულიც სტუ გახდა. ფინალურ შეხვედრაში სტუ-მ ილიას უნივერსიტეტის გუნდს 1:0 მოუგო და ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში კი თსუ-მ სამედიცინოს 6:0 აჯობა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში მიმდინარეობს ფუტსალის სტუდენტური ლიგის მატჩები. პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 8 საუკეთესო გუნდი ერთჯგუფად გაერთიანდა და საჩემპიონო ბრძოლას განაგრძობს. მეორე ჯგუფურ ეტაპის დამთავრების შემდეგ 4 გამორჩეული გუნდი ნახევარფინალების საგზურს მოიპოვებს, რასაც ორი საუკეთესო გუნდის გამოვლენა და ფინალური მატჩი მოჰყვება.
კალათბურთის აკადემიის სპორტდარბაზში მიმდინარეობს საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის თამაშები. ტურნირის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. შეჯიბრებას სპონსორობს კომპანია „ბილაინი". ტურნირში 10 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი წრიული სისიტემით ხვდება ერთმანეთს.
10 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში მიმდინარე ფუტსალის სტუდენტური ლიგის მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. ფუტსალის სტუდენტური ლიგის ორგანიზატორი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა. ტურნირში 16 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არის გაყოფილი.
კალათბურთის აკადემიის სპორტდარბაზში მიმდინარეობს საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის თამაშები. ტურნირის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. შეჯიბრებას სპონსორობს კომპანია „ბილაინი". ტურნირში 10 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი წრიული სისიტემით ხვდება ერთმანეთს.
4 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ - ნიკოლოზ ამაშუკელთან ერთად კალათბურთის აკადემიის სპორტდარბაზში მიმდინარე საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის მატჩს დაესწრო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში მიმდინარეობს საქართველოს სტუდენტური ლიგა ფუტსალში. ტურნირის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 16 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი ორ ჯგუფად არის გაყოფილი.
თბილისის კალათბურთის აკადემიის სპორტდარბაზში მიმდინარეობს საქართველოს კალათბურთის საუნივერსიტეტო ლიგის თამაშები. ტურნირის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. შეჯიბრებას სპონსორობს კომპანია „ბილაინი". 10 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი წრიული სისიტემით ხვდება ერთმანეთს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში 29 მარტს დაიწყო საქართველოს სტუდენტური ლიგა ფუტსალში. ტურნირის ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 16 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი ორჯგუფად არის გაყოფილი. წრიული სისტემით ჩატარებული თამაშების შემდეგ 4-4 საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას ნახევარფინალების საგზურებისთვის.