სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      04
   
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2010 აპრილი 30
საქართველოს კაც ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ირაკლი ჩაჩუას გუნდმა 30 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში აზერბაიჯანის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 1:3 დამარცხდა. ქართველებმა მოსამზადებელი ეტაპი ახლახანს დაიწყეს და სათანადო ფორმაში რომ არ არიან, აზერებთან შეხვედრაშიც გამოჩნდა. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 30
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალები ჩატარდა და ტურნირს საქართველოს ნაკრების ბოლო, მეშვიდე წევრი გამოეთიშა. 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ მექერიშვილმა ნახევარფინალში გადასასვლელი შეხვედრა არგენტინელ მაიდანასთან 0:4 წააგო და ჩემპიონატი მეხუთე ადგილით დაასრულა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 30
რუსეთის ქალაქ ნალჩიკში მიმდინარეობს ფიდე-ს გრან-პრი ქალთა შორის, რომელშიც წარამატებულად თამაშობს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნანა ძაგნიძე. ქართველმა მოჭადრაკემ მე-4 ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის მოგების რეალურ კანდიდატად რჩება. ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ბეტულ ჩემრე ილდიზს 45-ე სვლაზე მოუგო.  
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2010 აპრილი 30
30 აპრილს 16.00 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს კაც ფრენბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ქუთაისში რამდენიმე დღეა ემზადება და ეს შეხვედრა ბოსნიასთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.     
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2010 აპრილი 30
ერევანში დაწყებული ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის გათამაშება საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებისთვის მარცხით გაიხსნა. 29 აპრილს ლალი ზერეკიძის გუნდმა ფინეთის ნაკრებთან 1:2 წააგო. ოქსანა კალაშნიკოვამ ერთულებში რეიტინგში 540-ე პოზიციაზე მდგარ პიია სუომალაინენთან - 4:6, 2:6 დათმო. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 29
29 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა. „თბილისმა" დიდი ჯიხაიშის „ჯიკო" 3:1 (25:15, 23:25, 25:19, 25:19) დაამარცხა და 8 წლიანი მუდმივი პირველობის შემდეგ, ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები „ბათუმს" ერგო. ბათუმელებმა „ბოლნისს" 3:1 მოუგეს.     
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 29
29 აპრილს სპორტის სასახლეში გამართულმა საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მორიგმა მატჩებმა ფინალისტები გამოავლინა. თსუმ სსაუს მესამე მატჩიც მოუგო და ფინალში გავიდა. სტუდენტებმა  72:59 იმარჯვეს და სერია 3:0 დაასრულეს. „ენერჯი ინვესტმა" სტუდენტების მსგავსად სერიაში 3:0 იმარჯვა. რუსთაველებმა შსს-ს 93:75 დაამარცხეს და ფინალის საგზური დაისაკუთრეს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 29
სპორტკომპლექს "ტონუსის" საცურაო აუზზე დღეს დაიწყო თბილისის მერიის ღია პირველობა ცურვაში, რომელიც სამი დღე გასტანს. ტურნირში 6 ქართული ("გორი", "რუსთავი", "ჭიათურა", "ლაგუნა ვერე", "დიღმის აუზი", "დელფინი") და 2 სომხური ("ერევანი", "გიუმრი") გუნდის 90-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. გამარჯვებულები სამჭიდის, ანუ სამი დისტანციის ქულათა შეჯამებით პირველ მაისს გამოვლინდებიან.  
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2010 აპრილი 29
ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასკვნით ფაზაში შედის. 26 მაისს სტადიონის გახსნა იგეგმება და მშენებლები ამბობენ,მ რომ ამ დღისთვის სტადიონი სრულ მზადყოფნაში იქნება. სტადიონის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი.  პირველი ეტაპის სამუშაოებში ადმინისტრაციული შენობის მოწყობა, ტრიბუნების გაკეთება, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება, დასავლეთ ტრიბუნის ნაწილის გადახურვა, ახალი განათებისა და ტაბლოს დამონტაჟება შედის.  
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2010 აპრილი 29
სომხეთში 28 აპრილს უნდა გამართულიყო ჩოგბურთში ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის შესარჩევი ეტაპის მატჩები, თუმცა ძლიერი წვიმის გამო თამაშები გადაიდო. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ლალი ზერეკიძის თქმით, ერევანში საღამოს წვიმა შეწყდა და შეხვედრები დღეს გაიმართება. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ფინეთის ნაკრებია.   
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 29
აზერბაიჯანის დედაქალაქში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის (17-18 წელი) მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბაქოში საპრიზო ადგილებისთვის 105 ქვეყნის 532 მოკრივე იბრძვის. ჩემპიონ-პრიზიორები როგორც ბიჭებში, აგრეთვე გოგონებში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრების ღირსებას ბაქოში 7 სპორტსმენი იცავს. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2010 აპრილი 28
28 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში ქალ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. რეგულარული ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასული "თბილისი" პლეი ოფში მეოთხეადგილოსან "ბოლნისს" შეხვდა. მეორე-მესამე ადგილებზე გასული "ჯიკო" და "ბათუმი" კი ერთმანეთში არკვევდნენ ფინალისტის ვინაობას. ორივე ნახევარფინალური შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ფინალის საგზური "თბილისმა" და "ჯიკომ" მოიპოვეს.     
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 28
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფუტსალში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან 28 აპრილს მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ამჯერად გაცილებით დამაჯერებელი სხვაობით - 8:2 გაიმარჯვა. მატჩს, რომელიც შსს-ს აკადემიის სპორტულ დარბაზში გაიმართა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაური და პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი - გია ფირცხალავა დაესწრნენ.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 28
28 აპრილს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ძიუდოსტთა ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება საერთო პრესკონფერენციაზე შეფასდა. მედიასთან შეხვედრაზე, ძიუდოისტთა სრულმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, ჟურნალისტებთან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა - გია ნაცვლიშვილმა, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაურმა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა - დილარ ხაბულიანმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ამირან ტოტიკაშვილმა ისაუბრეს.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 28
რუსეთის ქალაქ ნალჩიკში მიმდინარე ქალთა საჭადრაკო გრან-პრის ორი ტურის თავზე 1.5 ქულით ოთხი მონაწილე დაწინაურდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველ ადგილზე ქართველი ნანა ძაგნიძეა. მეორე ტურში, ძაგნიძემ ისევ თეთრი ფიგურებით ითამაშა და რუს ბაირა კოვანოვას 30-ე სვლაზე მოუგო. ნანას მსგავსად, 1.5 ქულა მოუგროვდათ ბეტულ ჩემრე ილდიზს, ტატიანა კოსინცევასა და  ჩენ ჟუს. 
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2010 აპრილი 28
28  აპრილიდან სომხეთის დედაქალაქ ერევნის საჩოგბურთო კლუბში  ჩოგბუთში ფედერაციის თასის ევროაფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის შეხვედრები დაიწყება, რომლებშიც კიდევ შვიდ ნაკრებთან ერთად, საქართველოს ქალთა გუნდიც ითამაშებს. საქართველოს ნაკრები 28 აპრილს პირველ შეხვედრას ფინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, მომდევნო მატჩებში კი სომხეთსა და ნორვეგიას დაუპირისპირდება. 
კატეგორია : ინტერვიუ თარიღი : 2010 აპრილი 28
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონია და ეს მნიშვნელოვანწილად 21 წლის ვარლამ ლიპარტელიანის დამსახურებაა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა გუნდურ პირველობაზე ყველა მეტოქეს სძლია.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 28
27 აპრილს, პოლიციის აკადემიის სპორტულ დარბაზში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფუტსალში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.ქართველთა კაპიტანმა - შოთა ჯანუყვაძემ დუბლი შეასრულა, თითოჯერ კი თავი გიორგი ტიკურიშვილმა და ცოტნე მარგველაშვილმა გამოიჩინეს. 28 აპრილს 18:00 საათზე გუნდები მეორე შეხვედრას გამართავენ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 27
27 აპრილს სპორტის სასახლეში სუპერლიგის საკალათბურთო ნახევარფინალური სერიის მორიგი მატჩი გაიმართა. ”თსუმ” ”სსაუს” მეორე მატჩიც მოუგო - სტუდენტებმა 82:67 გაიმარჯვეს და ფინალს საგრძნობლად მიუახლოვდნენ. სერიის გამარჯვებული სამი მოგებით ვლინდება. ”თსუ” სერიას 2:0-ს იგებს და 29 აპრილს მესამე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფინალში გასვლას შეეცდება.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 27
დიდ დიღომში მდებარე ველოტრეკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო-ველორბოლაში საქართველოს პირველობა გაიმართა. ჩემპიონ-პრიზიორები თბილისის, აჭარის, ქუთაისის, რუსთავის და ზესტაფონის 50-მდე მრბოლელს შორის გამოვლინდნენ. დიდებმა ფინიშამდე 10 კილომეტრი გაიარეს. პირველ ადგილზე ბათუმელი გიორგი ნადირაძე გავიდა. 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 27
24-25 აპრილს, ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში ჩატარებულ "ევროპის თასზე" საქართველოს 17-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გელა კელეხაშვილი გახდა. 66 კილოგრამში კი სულაც, ქართული ფინალი გაიმართა და პავლე ქავთარაძემ თომა თავზარაშვილს სძლია.
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2010 აპრილი 27
საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა ოთარ თუშიშვილმა (66კგ) ახლახანს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ბაქოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საკუთარ ჯილდოებს კიდევ ერთი ტიტული შემატა. 
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2010 აპრილი 27
გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში შიდა ქართლის ოთხივე რაიონის (გორი, ქარელი, ხაშური, კასპი) ახალგაზრდა ძიუდოისტთა მონაწილეობით რეგიონის შესარჩევი პირველობა გაიმართა. შეჯიბრებაზე გაირკვა იმ ფალავანთა ვინაობა, რომლებიც 28 მაისს საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შიდა ქართლის სახელით მიიღებენ მონაწილეობას.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 26
ვენაში დასრულებულ ძიოუდოისტა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გუნდური პირველი ადგილის შემდეგ, საქართველოს  დელეგაცია თბილისში დღეს გამთენიისას - 03:50 ჩამოვა. ქართველი ძიუდოისტების გამარჯვებას საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ძიუდოსტთა ნაკრებს წარმატება ამერიკიდან მიულოცა. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 26
22-24 აპრილს ფილადელფიაში გამართულ ტრადიციულ საუნივერსიტეტო ტურნირზე მძლეოსნობაში, მორიგი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს მძლეოსანთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მარიამ ქევხიშვილმა. მან ბირთვი 18,17 მეტრზე ჰკრა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქევხიშვილი ამერიკის რამდენიმე საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე გამოვა, ამის შემდეგ კი ივნისის ბოლოს მალტაში გასამართ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.   
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 26
შოთა არველაძე მომავალი სეზონიდან თურქულ „ქაისერისპორს" გაწვრთნის. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი „ალკმაარის" ამჟამად მთავარი მწვრთნელის დიკ ადვოკაატის თანაშემწედ მუშაობს, მომავალი სეზონიდან კი სამწვრთნელო კარიერას თურქეთში გააგრძელებს. სეზონის ბოლოს ალკმაარს ადვოკაატიც ტოვებს, რომელიც სათავეში რუსეთის ნაკრებს ჩაუდგება.     
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 26
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მიმდინარე ფლეი ოფში „ატლანტა ჰოუქსი" ორი გამარჯვების შემდეგ, გასვლით შეხვედრაში დამარცხდა. „ქორები" „მილუოკი ბაქსს" ესტუმრნენ და 89:107 წააგეს. ზაზა ფაჩულიამ 19 წუთში 16 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა და თანაგუნდელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ფლეი ოფში ჩაგდებული 16 ქულა ფაჩულიასთვის სარეკორდოა. 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 25
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ტურნირის ბოლო დღეს, 25 აპრილს საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში საფრანგეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალური ორთაბრძოლები ზაზა კედელაშვილმა (73 კგ), ლევან წიკლაურმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოიგეს. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 24
პეკინში დასრულდა მსოფლიოს თასის გათამაშება ტყვიის სროლაში, სადაც მსოფლიოს თასის მოსაპოვებლად ერთამეთს გაეჯიბრნენ ტყვიის მსროლელები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდანაც. საქართველოს სახელით იასპარეზეს ქალებიდან - ნინო სალუქვაძემ, ხოლო ვაჟ ებიდან - ლევან ქადაგიძემ. სალუქვაძე და ქადაგიძე ორ-ორ დისციპლინაში (ვარჯიში) გამოვიდნენ.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 24
საერთაშორისო დიდოსტატი მოჭადრაკე ქალთა და მამაკაცთა შორის, ნანა ძაგნიძე პირად მწვრთნელ ზურაბ სტურუასთან ერთად, ნალჩიკში, 25 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით დაგეგმილ ფიდეს გრან-პრიზე საასპარეზოდ გაემგზავრა. ტურნირში პლანეტის 12 საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობს და ის წრიული სისტემით, 11 ტურად ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ფიდე, ქალთა შორის, გრან-პრის პირველად ატარებს და ის 6 ტურნირისაგან შედგება.    
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 24
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ერთი მედლით და გუნდური მე-11 ადგილით დაასრულეს. სამდღიანი ინდივიდუალური პირველობის მესამე დღეს - 24 აპრილს ავსტრიულ კვარცხლბეკზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი ავიდა. ევროპის შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა ამჯერადაც ვერცხლი იკმარა. 
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 24
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიის ჩემპიონატის კლუბ "ვირტუს ბოლონიას" ფორვარდის - ვოქტორ სანიკიძის ორი ეფექტური ზემოდანგდება, სერია "ა"-ს 24-ე ტურის 10 საუკეთესო მომენტებს შორის მოხვდა. ამასთან, ერთ-ერთი მომენტი ტოპ 10-ეულის სათავეში მოექცა. ტურის საუკეთესო "ჰაილაითები" იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 24
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის მოქმედმა ვერცხლის პრიზიორმა, ვენაში 4 შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალს შვედი მარკუს ნიმანის ძლევაღა აშორებს. საფინალო გზაზე ლიპარტელიანმა უნგრელი, პოლონელი და ბრიტანელი მეტოქეები იპონებით ჩამოიცილა, აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს კი 2 იუკოთი აჯობა. 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 23
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ზაზა კედელაშვილმა (73 კგ) და ლევან წიკლაურმა (81 კგ) ვენაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამეულში შესვლის შანსი დასკვნით შეხვედრებში დაკარგეს. ორივე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.კედელაშვილი ფრანგ უგო ლეგრანთან 1 წუთსა და 39 წამში დავარდა ბეჭებზე, ხოლო წიკლაური ბოლო წუთამდე იუკოს უგებდა ჰოლანდიელ ჯილომ ელმონს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 23
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის www.rugby.ge მიხედვით, 24 აპრილს რაგბიში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის რამდენიმე შეხვედრა, უამინდობის გამო გადაიდო. კერძოდ: არ ჩატარდება თბილისის „ლოკომოტივისა" და „ლელოს" შეხვედრა. გადადებულია იგივე კლუბების დუბლ-შემადგენლობების - ესპუარების მატჩი.      
კატეგორია : ინტერვიუ თარიღი : 2010 აპრილი 23
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბაქოში 13-18 აპრილს გამართული ევროპის ჩემპიონატიდან 2 ვერცხლის და 1 ბრიჯაოს მედლით დაბრუნდა.  ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული ტურნირის დებიუტანტმა - მალხაზ ზარქუამ მოიპოვა, რომელსაც ჩემპიონობამდე სულ ცოტა დააკლდა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 23
მსოფლიოში ცნობილი საკალათბურთო ინსტრუქტორი მარვინ ჰარვი თბილისში ჩამოდის, რომელიც 24 აპრილს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიას ეწვევა და ახალგაზრდა მოთამაშეებს ვარჯიშებს ჩაუტარებს. მარვინ ჰარვის ამერიკის ქალაქ ტამპაში (ფლორიდის შტატი) აქვს საკუთარი საკალათბურთო „სროლის აკადემია". 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 23
ვენაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, დღეს მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე მამაკაცებსა და 63 და 70-კილოგრამიან ქალებს შორის თამაშდება. 22 აპრილს ტატამზე ორი ქართველი გავიდა და სამეულს ორივეს თითო გამარჯვება აშორებს. ზაზა კედელაშვილი (73 კგ) და ლევან წიკლაური (81 კგ) რეპეშაჟის ფინალში ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ. 
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2010 აპრილი 23
25 აპრილს 12:00 საათზე დიდ დიღომში მდებარე ველოტრეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება თბილისის მერიის თასის გათამაშება სამთო-ველოსპორტში. ჩემპიონატში საქართველოს 70 სპორტსმენი გამოვა. ტურნირის ორგანიზატორი კი თბილისის მერია და საქართველოს ველოსპორტის ფედერაცია. გამარჯვებულები თასებით, მედლებით, სიგელებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 23
ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში პლაჟის ფრენბურთში 2010 წლის მსოფლიო თასის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. ტურნირში ქართული წყვილები საქა-რთველო და გეორ-გიაც ჩაერთვნენ.ტურნირზე თამაშს განაგრძობს კაცთა ტურნირის ძირითად ბადეში დაშვებული გეორ-გია. მე-15 ნომრად განთესილმა ქართულმა წყვილმა პირველ რაუნდში რუსულ დუეტთან 1:2 დათმო, შემდეგ კი ასევე დაძაბულ ბრძოლაში 31-ე რეიტინგის მქონე ნორვეგიელებს 2:1 სძლია. 
კატეგორია : ინტერვიუ თარიღი : 2010 აპრილი 23
გასულ კვირას, ესპანური "ვალენსია", რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია იცავს, ევროთასის გამარჯებული გახდა. 18 წლის ქართველი ფორვარდი (სიმაღლე 2.05 სმ), "ოთხთა ფინალის" ორივე შეხვედრაში გუნდის განაცხადში გახლდათ, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.
კატეგორია : ინტერვიუ თარიღი : 2010 აპრილი 23
რამდენიმე დღის წინ, სპორტის აკადემიის ღია მოედანზე ჩატარდა საინტერესო მატჩი ბეისბოლში.საქართველოს ნაკრები ამერიკელი მოყვარულების წინააღმდეგ გავიდა მოედანზე და 12:4 დაამარცხა. გთავაზობთ გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ოთარ ავაზაშვილთან.    
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 22
წლეულს, 28 ივნისიდან 4 ივლისამდე, ბათუმში, „ შავი ზღვის თასის" მორიგი გათამაშება გაიმართება, რომელშიც პოლონეთის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა გუნდები მიიღებს მონაწილეობას. აღნიშული შეჯიბრის სულისჩამდგმელი საქართველოს რაგბის კავშირი გახლავთ. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 22
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლდება. ქვეყნის მასშტაბით 48 საპილოტე სკოლა შეირჩა, სადაც მოსწავლეთა საბაზო და საშუალო საფეხურზე  პილოტირებისა და დანერგვის პროცესი წარიმართება. ეს არის სკოლები, სადაც მეტ-ნაკლებად უკვე არსებობს გარკვეული სპორტული ბაზა და შესაძლებელია ახალი პროექტის განხორციელების დაწყება. 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 22
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები დავით ასუმბანი (60 კგ) და შალვა ქარდავა (66 კგ) ვენაში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე საწყის ეტაპებზევე დამარცხდნენ და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. დებულების თანახმად, ევროპირველობაზე რეპეშაჟში გადასასვლელად სულ მცირე, მეოთხედფინალამდე მისვლაა საჭირო. ქართველებმა კი მერვედფინალში დამარცხდნენ.    
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2010 აპრილი 22
ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე (უმცროსი ასაკში) შიდა ქართლელებმა 14 საპრიზო ადგილი დაიკავეს. მათ 5 მეორე და 9 მესამე საპრიზო ადგილი ერგოთ. აღნიშნული შეჯიბრების შემდეგ ქართლელთა გუნდის მწვრთნელს, გამოცდილ სპეციალისტს  გივი ზაუტაშვილს ვეწვიეთ და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ.     
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 22
15-18  აპრილს საბერძნეთის ქალაქ მუდანიაში ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ქართველი  სამბისტები წარმატებით გამოვიდნენ და 15 მედალი დაისაკუთრეს. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდური პირველი ადგილიც არავის დაუთმო და მთავარი კონკურენტი რუსეთის ნაკრები უკან მოიტოვა, გუნდური მეორე პოზიციის დაკავება შეძლო ჭაბუკთა ნაკრებმა. ჭაბუკებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს.
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 22
22-25 აპრილს ავსტრიის დედაქალაქი ვენა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ოთხდღიანი შეჯიბრის პირველი-სამი დღე ინდივიდუალურ პირველობას დაეთმობა. 22 აპრილს მედლები მამაკაცთა 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, 23-ში - 73 და 81 კილოგრამებში, 24-ში - დარჩენილ სამ წონაში - 90, 100 და +100 კილოგრამებში, ხოლო მეოთხე სატურნირო დღე ევროპის გუნდურ ჩემპიონატს დაეთმობა.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 21
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მიმდინარე პლეი ოფში, ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ" მეორე თამაშიც მოუგო „მილუოკი ბაქსს" და სერიაში 2:0 დაწინაურდა. მაიკ ვუდსონის შეგირებმა გასვლაზე 96:86 იმარჯვეს. „ქორებს" ამჯერადაც ჯო ჯონსონმა ულიდერა, მის ანგარიშზე 27 ქულაა. საუცხოოდ ითამაშა ატლანტელთა კიდევ ერთმა ლიდერმა ჯოშ სმიტმა, ვისაც სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა. ფაჩულიას ანგარიშზე ამჯერად მხოლოდ 1 მოხსნაა.    
კატეგორია : ანონსი თარიღი : 2010 აპრილი 21
15 აპრილიდან იწყება ნატახტარის წამახასლისებელი საფეხბურთო გათამაშება - აისრულე სურვილები ნატახტართან ერთად. გათამაშებაშია შემდეგი სახის პრიზები: 62 ცალი 1000 ლარიანი, 8 ცალი 5000 ლარიანი ვაუჩერი და 1 ცალი 20 000 ლარიანი ვაუჩერი. ნატახტარის მთავარი პრიზი - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე 2 ცალი საგზურია. ნატახტარი, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი კომპანია, აძლევს შანსს 2 ადამიანს გაემგზავროს სამხრეთ აფრიკაში და დაესწროს ფინალურ მატჩს. 
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 21
საქართველოს ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრები გუნდის სპორტსმენებმა.  საერთო ჯამში, აჭარის გუნდის წარმომადგენლებმა ჩემპიონატზე 14 ოქროს, 9 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სპორტსმენებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მატე ტაკიძე და მოადგილე რაულ თავართქილაძე შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 20
თბილისი თუ ჩეხეთის ქალაქი ბრნო? ვინ გახდება 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი? ეს საკითხი წელს ბელგრადში დაგეგმილ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდება, მანამდე კი  თბილისის მერია და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აქტიურად მუშაობენ, რათა საქართველოს დედაქალაქს ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულება დაეკისროს. 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 20
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 20 აპრილს გამთენიას თბილისი-ვენის რეისით ავსტრიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაფრინდა. რამდენიმე დღის წინ ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის შედეგად წარმოქმნილი ფერფლის მიზეზით, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილის საჰაერო სივრცე პარალიზებული გახლდათ. არსებობდა საშიშროება, რომ ამ ყოველივეს გამო პრობლემა ქართველ ძიუდოისტებსაც შეექმნებოდათ.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 20
20  აპრილს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში ნიკოლოზ რურუა ვეტერან კალათბურთელებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ესწრებოდნენ.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 20
17 აპრილს, საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირმა "ოფროუდერს კლუბმა", საერთაშორისო ოფროუდ ტურნირ "ჟატი 2010"-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ტროფი-ორიენტირება "ჟატი 2010", "ოფროუდერს კლუბის" ორგანიზებით, კახეთის რეგიონში, სოფელი პატარძეულისა და ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 აპრილს გაიმართა. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2010 აპრილი 20
დასრულდა ქალ ფრენბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრები, რომელსაც დიდი ჯიხაიშის აგრარული კოლეჯის სპორტული დარბაზი მასპინძლობდა. ნახევარფინალისტების ვინაობა ბოლო მატჩებამდე გახდა ცნობილი, პლეი ოფში "თბილისი", "ჯიკო", "ბათუმი" და "ბოლნისი" გავიდნენ. "დუშეთი", "თბილისი-2" და "ქუთაისი" კი ასპარეზობას გამოეთიშნენ.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 20
16-17 აპრილს უნგრეთის ქალაქ ზენტაში გაერთიანებული კიოკუშინკაი კარატეს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა კონტაქტიან კარატეში. ჩემპიონატში 8 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ქართველმა კარატისტებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს. ვერცხლის მედალი გიორგი თეგაძემ მოიპოვა, რომელმაც 4 ორთაბრძოლიდან 3-ში იმარჯვა. ბრინჯაოს მედალი კი თამარ ბიბილეიშვილმა დაისაკუთრა, ვინც 3-დან 2 გამარჯვება მოიპოვა.
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2010 აპრილი 20
ქუთაისში მიმდინარეობს სპორტული სპარტაკიადა უბნებს შორის, რომელშიც 12 ტერიტორიული ორგანოა ჩართული. შეჯიბრებები სპორტის 10 სახეობაში იმართება. ესენია: ფუტზალი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, შაში, ნარდი, მძლეოსნობა, მკლავჭიდი, გირის აწევა და ქართული ჭიდაობა. სპარტაკიადის გახსნა ქუთაისის სპორტის სასახლეში მოეწყო, რომელსაც ქალაქის მერი გია თევდორაძე თანმხლებ პირებთან ერთად ესწრებოდა.    
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2010 აპრილი 20
17 აპრილს წარსულში ცნობილი ქართველი ფალავანის დურმიშხან ბერუაშვილის ხსოვნის ტრადიციული ტურნირი გაიმართა გორში. ტურნირი ჩვეულებისამებრ შემოდგომით იმართება და ბოლოს ექვსიოდე თვის წინაც ჩატარდა, მაგრამ მისმა ორგანიზატორებმა ამჯერად თავად დურმიშხან ბერუაშვილის დაბადების თარიღს დაამთხვიეს შეჯიბრება და გაზაფხულზე უმასპინძლეს.   
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 19
19 აპრილს ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ, ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული  ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ ოფიციალური 20 გვერდიანი  დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნა, რომელიც საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა (http://www.fil-luge.org/) განთავსებული, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გადაეგზავნა. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 19
19 აპრილს ოლიმპიურ კომიტეტის ოფისში გაიმართა პრესკონფერენცია, რომლის ძირითადი თემაც  ახალგაზრდა წყალბურთელების მიერ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება იყო. პრესკონფერენციას სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე, ნაკრების მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე და პარლამეტის წევრი არჩილ გეგენავა უძღვებოდნენ.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 19
19 აპრილს 13:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-სანგარიშო ყრილობა გაიმართა, სადაც ხმის უფლების მქონე დელეგატებმა ფედერაციის პრეზიდენტად პეტრე ცისკარიშვილი მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. ციკარიშვილი კრივის ფედერაციას მომდევნო 4 წლით უხელმძღვანელებს.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 19
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი დამთავრდა და მეორე გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო - 16 საუკეთესო გუნდი ფლეი ოფში ჩაება. ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსის" მეტოქე მერდვედფინალში „მილუოკია", რომელსაც ჯორჯიელებმა პირველ მატჩში 102:92 მოუგეს. „ატლანტელთა" თავკაცმა მაიკ ვუდსონმა ზაზა ფაჩულიას 12 წუთი დაუთმო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 3 ქულა,  3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 18
საქართველოს ბეისბოლისტთა ახალგაზრდული ნაკრების 11:4 გამარჯვებით დასრულდა 18 აპრილს ფიზკულტურის აკადემიის ღია მოედანზე გამართული საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, სადაც ქართველებს წინააღმდეგობას ამერიკის მოყვარულთა ნაკრები გუნდი უწევდა.ახალგაზრდა ქართველ ბეისბოლისტებს, ამერიკის საელჩოსა და საქართველოში მომუშავე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტრების გუნდმა საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 18
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 30-ე ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა, "ოლიმპმა" მორიგი 3 ქულა ჩაიწერა. რუსთაველებმა სტუმრად, სამტრედიაში 1:0 იმარჯვეს და ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. მეორე-მეოთხე ადგილზე მყოფმა გუნდებმა კი უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს. უპრინციპულესი თამაში მოიგო "ბაიამ". ზუგდიდელებმა გასავარდნ ზონაში ერთ-ერთ კონკურენტს, თბილისის "ლოკომოტივს" სტუმრად 3:1 სძლიეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 18
ბაქოში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 2 ვერცხლსა და 1 ბრინჯაოს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა მხოლოდ 1 ბრინჯაო მიამატეს. 18 აპრილს, ბრინჯაოს პრიზიორი 96 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სოსო ჯაბიძე გახდა, რომელმაც მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში პოლონელი ანდრეი დებერნი დაამარცხა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 17
17 აპრილს ბაქოს ხალიჩა ბერძენ-რომაელებს დაეთმოთ. ორდღიანი ევროპირველობის პირველ დღეს მედლები 55, 60, 66 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, მაგრამ ოთხივე წონის კვარცხლბეკი ქართველების გარეშე შეივსო. სამეულში შეღწევის ყველაზე რეალური შანსი ლაშა გოგიტაძესა (55 კგ) და ანტონ მამაგეიშვილს (66 კგ) ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ ორივე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 17
17 აპრილს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-2 ტურის მატჩები გაიმართა. მეორე გამარჯვებები იზეიმეს თბილისის "ლელომ", "ლოკომოტივმა" და ქუთაისის "აიამ", იმარჯვა კიდევ ერთმა თბილისურმა გუნდმა "ვისოლი-ყოჩებმა" და ჩემპიონატში პირველი ქულები მოიპოვა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 17
17 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სააქტო დარბაზში საქართველოს ფუტსალის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა, სადაც მთავარი საკითხი ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები იყო. არჩევნები ფარული ხმის მიცემის პრინციპით ჩატარდა და ხმის მიცემის უფლების მქონე ფუტსალის ფედერაციის 13-ვე წევრმა ხმა გაიოზ ფხოველიშვილს მისცა. 
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 17
17 აპრილს ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. მედლები პირველ-ოთხ წონით კატეგორიაში - 55, 60, 66 და 74 კილოგრამებში გათამაშდება. 18-ში კი ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ 3 წონაში გამოვლინდებიან. პირველი დღის კენჭისყრა უკვე გაიმართა და ქართველთა მეტოქეების ვინაობაც გარკვეულია.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 16
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გია გალდავამ 16 აპრილს, 90 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი, სპორტის დამსახურებული მუშაკი ვარლამ გოგია საპატიო სიგელით დააჯილდოვა. მუშაობის 65 წლის სტაჟის მქონე ვარლამ გოგიას სპორტის დეპარტამენტიდან ფულადი საჩუქარიც გადაეცემა.
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 16
ანგისის სპორტკომპლექსის ბაზაზე გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, რომელშიც აჭარის 21 და თბილისის 18 მშვილდოსანი მონაწილეობდა. 15-29 აპრილს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ანგისის კომპლექსურ ბაზაზე ჩაუტარდება ორკვირიანი საწვრთნო შეკრება და 1-8 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ხორვატიის ქალაქ პორეკში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე.    
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 16
ორი დღის მანძილზე ბათუმის ტანვარჯიშის დარბაზში  მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც საქართველოს საუკეთესო ტანმოვარჯიშეებთან ერთად  უკონკურსოდ აზერბაიჯანის ვაჟთა გუნდი მონაწილეობდა. ქალთა შორის აბსოლუტური ჩემპიონის წოდება მოიპოვა ეროვნული ნაკრების წევრმა ქეთევან ბოლქვაძემ, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 მაისს მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში მსოფლიო თასის I ეტაპზე.    
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 16
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბათუმის 2-კვირიანი შეკრება დაასრულა და ბაქოში გაემგზავრა. ბეგი დარჩიას გუნდი ევროპის ჩემპიონატში 17-18 აპრილს ჩერთვება. მთავარმა მწვრთნელმა ევროშმადგენლობა ჯერ კიდევ ბათუმშიჩასვლამდე გამოაცხადა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბადრი ხასაიას (84 კგ) ჭიდაობა გამოირიცხა.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 16
20 წლამდე მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა დავით ლომსაძემ და ნანი უნაფქოშვილმა მოიგეს. ვაჟთა შორის პირველი ადგილი და შეასაბამისად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური დავით ლომსაძემ  7,5 ქულით მოიპოვა. გოგონებში ნანი უნაფქოშვილს 6,5 ქულა ეყო ჩემპიონობისთვის.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 16
16 აპრილს დიღმის ძიუდოს აკადემიაში გაიმართება საქართველოს პირადი პირველობა ქართულ ჭიდაობაში 1996-1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატში საქართველოს ყველა რეგიონის 200-მდე სპორტსმენი გამოვა. 16:00 საათიდან გაიმართება გახსნის ცერემონიალი და ფინალური ორთაბრძოლები.     
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 16
18 აპრილს 12:00 საათზე ფიზკულტურის აკადემიის ღია მოედანზე გაიმართება საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოს 21 წლამდელ ბეისბოლისტთა ნაკრებსა და ამერიკის სამოყვარულო გუნდს შორის. ახალგაზრდა ქართველი ბეისბოლისტები, რომლებსაც ნუგზარ კაპანაძე წვრთნის, საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებენ. 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 15
15 აპრილს საღამოს ვარჯიშზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ამირან ტოტიკაშვილმა 22-25 აპრილს ვენაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში 7 ქართველი იჭიდავებს, რომლებსაც გუნდურ პირველობაზე მძიმეწონოსანი - ლაშა გუჯეჯიანი დაემატებათ. საქართველოს ნაკრები ავსტრიის დედაქალაქში 20 აპრილს გაემგზავრება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 15
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთის ნაკრებთან წააგო. 15 აპრილს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატში ქართველი ფეხბურთელები 0:3 დამაცხდნენ. თამაშმა ბერძენი ფეხბურთელების უპირატესობით ჩაიარა, თეიმურაზ სვანიძის გუნდს მეტოქის კართან მიახლოებაც უჭირდა. სტუმრებმა ანგარიში 23-ე წუთზე გახსნეს.    
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 15
ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა 3 მედალი მოიპოვეს. ვერცხლს გიორგი გოგშელიძე (96) და მალხაზ ზარქუა (60) დაეუფლნენ, ბრინჯაო კი ოთარ თუშიშვილმა (66) მოიპოვა. გთავაზობთ გერმანელი ფოტოგრაფის - თომას გერმანის მიერ სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურისათვის გამოგზავნილ ფოტოებს ბაქოდან.
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2010 აპრილი 15
ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა საქართველოში ბალახის ჰოკეის ფუძემდებლის, თემურ არჩაიას სახელობის საქართველოს ჩემპიონატი ინდორ (დარბაზის) ჰოკეიში 17 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს შორის. ბიჭებში მონაწილეობა მიიღო ექვსმა გუნდმა, რომლებიც 2 ქვეჯგუფში იყვნენ განაწილებული. საყურადღებოა, რომ ჩემპიონატში პირველად იასპარეზეს აფხაზეთისა და აბაშის გუნდებმა.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 15
ზაზა ფაჩულიამ  რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი "კლივლენდთან" სასტარტო  ხუთეულში ითამაშა.  ქართველი ცენტრისთვის ეს იყო სეზონის პირველი მატჩი ძირითად ხუთეულში. ზაზამ  მწვრთნელებს იმედი არ გაუცრუა, 28 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისმა „ატლანტამ" კი „კლივლენდი"  99:83 დაამარცხა. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 15
საქართველოს ნაკრების და ფრანგული „კლერმონის"  ერთ-ერთი ლიდერი დავით ზირაქაშვილი „ჰეინეკენის თასის" გათამაშების სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სარაგბო ევროთასების ყველაზე პრესტიჟულ ტუირნირზე  „კლერმონი" მეოთხედფინალში ირლანდიურ „ლესტერთან" სტუმრად 28:29 დამარცხდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 15
14 აპრილს რუსთავსა და თბილისში ფეხბურთში საქართველოს თასის 1/2-ფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. რუსთავში ,,ვიტ ჯორჯიამ'' მარტვილის ,,მერანს'' უმასპინძლა და სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ 2:0 იმარჯვა, თბილისში ეროვნულ სტადიონზე კი ,,დინამომ" ცხინვალის ,,სპარტაკი'' 3:0 დაამარცხა. ამგვარად, თასის ფინალში 26 მაისს "დინამო" და "ვიტ ჯორჯია" ითამაშებენ.      
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 14
ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - გიორგი გოგშელიძემ 96 კგ წონითი კატეგორიის დრამატული ფინალური დაპირისპირება აზერბაიჯანელ ხეთაგ გასიუმოვთან ორ სეტში დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 14
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 14 აპრილს 60 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მალხაზ ზარქუამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ზარქუა ოქროს მედლისათვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ - ოპან სატთან დამარცხდა.ბრინჯაოს მედლისათვის ორთაბრძოლა დათმო გელა საღირაშვილმა (74), რომელსაც გერმანელ ბატუან დემირჩინთან მოეცარა ხელი.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 14
ბაქოში ახალგაზრდა და კადეტ მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ თბილისს ესტუმრნენ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი მაქსიმ პარამონოვი და ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტი ფრანტიშეკ იანდა. თბილისში ჩამოსული სტუმრები 12 აპრილს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და საქართველოში ფარიკაობის განვითარებაზე ისაუბრეს.     
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 14
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები მალხაზ ზარქუა (60 კგ) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ. გელა საღირაშვილი (74 კგ) კი რეპეშაჟის ფინალშია და ბრინჯაოსთვსი იბრძოლებს. დღეს, ბაქოს ხალიჩაზე სწორედ ამ სამ წონით კატეგორიაში თამაშდება მედლები და წინასწარი შეხვედრების ჩამთავრების შემდეგ ყველაზე კარგი შედეგი ზაზა თურმანიძის სამეულს აქვს.  
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 14
საქართველოს  ნაკრები 25 მაისს კამერუნთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. თემურ ქეცბაის გუნდი კამერუნს ავსტრიის  ქალაქ ლინცში დაუპირისპირდება. ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩამდე ავსტრიაში რამდენიმე დღით ადრე ჩავა. გამორიცხული არაა „ჯვარსონებმა"  თამაშამდე შეკრება ავსტრიაშივე გაიარონ. ეს საკითხი გადაწყვეტის სტადიაშია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 14
ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მეორე დღეს, 14 აპრილს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 60, 74 და 96 კილოგრამ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გავლენ. საქართველოს ღირსებას დღეს მალხაზ ზარქუა (60), გელა საღირაშვილი (74) და გიორგი გოგშელიძე (96) დაიცავენ. ევროპის ჩემპიონატი აზერბაიჯანის დედაქალაქში 13 აპრილს დაიწყო.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 13
ბაქოში ახალგაზრდა და კადეტ მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ თბილისს ესტუმრნენ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი მაქსიმ პარამონოვი და ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტი ფრანტიშეკ იანდა. 12 აპრილს თბილისში ჩამოსული სტუმრები სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და საქართველოში ფარიკაობის განვითარებაზე ისაუბრეს.     
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 13
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი 1 ბრინჯაოთი გახსნა. კვარცხლბეკზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ოთარ თუშიშვილი ავიდა. 30 წლის ქართველმა მოჭიდავემ მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში ბულგარელი ისმაილ ემინ რეჯეპი დამაჯერებლად დაამარცხა (1:0, 3:0). აღსანიშნავია, რომ ოთარ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატებზე კარიერაში მესამე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 1999 და 2001 წლის შემდეგ.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 13
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დასრულებულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზეს ქ.ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ევროპის ჩემპიონატი 4 ასაკობრივ კატეგორიაში (11,13,15 და 17 წლ. ) მოჭადრაკეთა შორის ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის 1000-მდე  ნორჩი სპორტსმენი მონაწილეობდა.    
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 13
ზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ოთარ თუშიშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 30 წლის ქართველმა ნახევარფინალში ჭიდაობა იტალიელი რაიმონდო კამპანასა და უკრაინელი ანდრეი სტადნიკის იოლად ძლევით გაინაღდა. იქ კი რუს მაგომედმურატ გაჯიევთან წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც მეტოქედ ბულგარელი ისმაილ ემინ რეჟეპი ეყოლება. 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2010 აპრილი 13
12 აპრილს დიდი ჯიხაიშის აგრარული კოლეჯის სპორტულ დარბაზში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური ქალ ფრენბურთელთა შორის. რეგულარული ჩემპიონატი ორ ტურად ტარდება, რის შემდეგაც გამოვლინდება 4 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ფლეი ოფში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.ფინალური ტური 28-29 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება 
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2010 აპრილი 13
4-8 აპრილს ბაქოში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 1994-1995 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ტურნირში ქუთაისის ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდმაც მიიღო მონაწილეობა, რომელიც მეზობელ აზერბაიჯანში ქუთაისის მერიის დაფინანსებით გაემგზავრა. ქუთათურებისთვის ბაქოს ტურნირი წარმატებული გამოდგა.  
კატეგორია : ქართლი თარიღი : 2010 აპრილი 13
10-11 აპრილსგორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბზში ტრაგიკულად გარდაცვლილი ახლო წარსულის ცნობილი ქართველი ფალავანის ენგურ გოგიჩაიშვილი ხსოვნის ტურნირი გაიმართა ახალგაზრდებს შორის. შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციისა (პრეზიდენტი ბორის გოგიჩაიშვილი) და გორის მუნიციპალიტეტის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის (დირექტორი ანზორ თენაძე) მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაში 1991-93 წწ დაბადებულმა ამიერკავკასიელმა მოჭიდავეებმა მიიღეს მონაწილეობა.  
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 13
„ატლანტა ჰოუქსმა" რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ბოლოსწინა მატჩი სტუმრად  „მილუოკისთან " გამართა და  104:96  მოუგო.  ამ გამარჯვებით „ქორებმა" აღმოსავლეთ დივიზიონში მესამე ადგილი გაინაღდეს. ქართველმა ცენტრმა „მილუოკისთან" კარგად  ითამაშა. 22-წუთნახევარში ფაჩულიამ 10 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 13
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის 29-ე ტურში რუსთავის "ოლიმპმა" თბილისში "ამერის" სტადიონზე "ლოკომოტივი" 2:0 დაამარცხა და ჩემპიონობისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. "ოლიმპს" უკვე 66 ქულა აქვს მოგროვილი და 8 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან "დინამოს". "ოლიმპი"-"ლოკომოტივის" შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულად დაღუპვისა და საქართველოში კვირა დღეს გლოვის გამოცხადების გამო, ერთი დღით გვიან შედგა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 13
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს, 13 აპრილს თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ჩემპიონატის პირველ დღეს,  ხალიჩაზე 55, 66, 84 და 120 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გავლენ. საქართველოს სახელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოთარ თუშიშვილი, არჩილ ქიტიაშვილი და მძიმეწონოსანი - დავით მოძმანაშვილი დაიცავენ. ფინალურ ორთაბრძოლებს 18:30 წუთიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 12
პოლონეთის პრეზიდენტის - ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და პოლონეთის მთავრობის წევრების ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო, თბილისში პოლონელი ხალხის მიმართ სამძიმარი საზოგადოების სახვადასხვა წარმოამდგენლებმა გამოხატეს. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ფედერაციების ხელმძღვანელებმა შეიტანეს.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 12
5-11 აპრილს ერევანში მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის 105 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს მოკრივეთა ნაკრები სომხეთში წარმატებით გამოვიდა. რამაზ ფალიანის გაწვრთნილებმა 1 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებული ბექა ლობჟანიძე (+91კგ) გახდა.    
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 12
12 აპრილს სასტუმრო „რედისონ ივერია"-ში, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი რამიშვილი ფედერაციის მიერ 2009 წლის მაისიდან გაწეული საქმიანობის შესახებ ვრცელი მოსხსენებით გამოვიდა. მედიასთან შეხვედრას ფედერაციის წევრები, მოთხილამურეები, მწვრთნელები და  საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 12
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი სოსო ლიპარტელიანია, საბერძნეთის ქალაქ მოუდანიაში 10-11 აპრილს ჩატარებულ ევროპის თასზე, 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედლები ჯაბა ჯიქურაულმა (55კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (66კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81კგ) და არჩილ შინჯიკაშვილმა (90კგ) მოიგეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 12
15-19 აპრილს სალონიკი სამბოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის. საბერძნეთში ქართველი სამბისტები ორივე ასაკობრივ კატეგორიაში სრული შემადგენლობით გამოვლენ. სალონიკში გამგზავრების წინ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში საქართველოს სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ, ნაკრების მწვრთნელებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.     
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 12
საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა (1993-94 წლებში დაბადებულები) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში წარმატებით ითამაშა და ფინალურ ეტაპზე გააღწია, რომელსაც 8-15 აგვისტოს გერმანიის ქალაქი შტუტგარტი უმასპინძლებს. რევაზ ჩომახიძის გუნდმა პოლონეთის ქალაქ გორშაკში გამართულ ჯგუფურ ეტაპის პირველ მატჩში ინგლისის ნაკრები 10:9 დაამარცხა.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 12
12 აპრილს მადრიდში სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პირველმა პირმა ალეხანდრო ბლანკო ბრავომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ვფიქრობთ ქართული ოლიმპიზმის შემდგომი განვითარების მიზნით წინ გადადგმული ნაბიჯია.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2010 აპრილი 12
პოლონეთის პრეზიდენტის - ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის სამთავრობო წევრების ავიაკატასროფაში დაღუპვის გამო, 11 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სამძიმრის წიგნი გაიხსნა, რომელშიც ჩანაწერს 12 აპრილს 14:30 წუთზე  ქართული სპორტის წარმოამდგენელიც შეიტანენ და პოლონელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
კატეგორია : იმერეთი თარიღი : 2010 აპრილი 11
ზედიზედ მეორე წელია ქართულ ”ოლ სტარს" ქუთაისი მასპინძლობს. მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის დარბაზში 10 აპრილს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი შეიკრიბა. მაყურებელმა მატჩთან ერთად ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსები იხილა. თავად მატჩი კი მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა 133:114 მოიგო.მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „ენერჯი-ინვესტის" ახალგაზრდა ცენტრი, აკაკი დვალიშვილი დასახელდა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 10
13-18 აპრილს ბაქო ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოდან აზერბაიჯანის დედაქალაქში ჯერ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გაემგზავრა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები კი გეზს მოგვიანებით აიღებენ. ბაქოში გამგზავრების წინ, 10 აპრილს ფალავანთა კლუბში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაურიც დაესწრო და მოჭიდავეებს წარმატება უსურვა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 10
10 აპრილს რაგბში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწო. პირველი ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა "ლელომ" "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე "არმაზი" 34:12 დაამარცხა, ამავე არენაზე ქუთაისის "აიამ" "ვისოლი ყოჩებს" 22:15 სძლია, ვარკეთილში "ლოკომოტივმა" "აკადემიას" 12:10 აჯობა, ბათუმში კი "ბათუმი XV"'-მა რუსთავის "ხარებთან" მატჩში 26:17 გამარჯვება მოიპოვა,
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 10
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთის ქალაქ გორშაკში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თამაშს განაგრძობს. ქართველმა წყალბურთელებმა ინგლისის ნაკრებთან 10:9 გამარჯვების შემდეგ სლოვაკეთთან 3:20 წააგეს და ჯგუფში გადამწყვეტ შეხვედრაში ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა 5:5 დამთავრდა.    
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 09
10 აპრილს რაგბში საქართველოს XXI-ე ჩემპიონატი იწყება. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში წელს სულ 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 10 აპრილიდან 12 ოქტომბრამდე გუნდები 14 ტურს ითამაშებენ, ოქტომბრის მიწურულს "პლეი ოფის" შეხვედრები გაიმართება, საქართველოს ჩემპიონი კი "დიდ ფინალში" 6 ნოემბერს გამოვლინდება. გასულ, 2009 წელს საქართველოს ჩემპიონობა "ლელომ" მოიპოვა.
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 09
7 აპრილს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია - ფილას ბიუროს წვერი - სტეფან კაზარიანი,საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გია გალდავასთან და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ედიშერ მაჩაიძესთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა, სადაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2011 წელს პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 09
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისწინა დასკვნით შეკრებაზე გადავიდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა გაფართოებული შემადგენლობა თბილისში, სასტუმრო "ბატესტაში" შეკრიბა და ყოველ დღე, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის აკადემიაში ავარჯიშებს. 40-კაციანი გუნდიდან მწვრთნელი 7 საუკეთესოს მომავალ კვირაში დაასახელებს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 09
თბილისა და ბათუმს საქმიანი ვიზიტით ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგატები ესტუმრნენ. "ფილას" ბიუროს წევრებმა, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასთან ერთად, მსოფლიოს 2011 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატისა და 2011 წელს პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის თბილისსა და ბათუმში ჩატარებისათვის საჭირო მოსამზადებელი საორგანიზაციო საკითხები გაიარეს.    
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 09
6 აპრილს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მათე ტაკიძე, მოადგილე რაულ თავართქილაძესთან ერთად, სპორტულ ტანვარჯიშსა და სპორტულ აკრობატიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ვარჯიშებს დაესწრო. მინისტრმა ახალგაზრდებს შორის, ევროპის  ჩემპიონის, ბატუტზე ხტომაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის - ლუბა გოლოვინას საწვრთნელი ვარჯიშიც იხილა.
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 09
ამერიკის შეერთებული შტატებიდან 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ ქართველი კარატისტები, რომლებმაც ლას ვეგასში გამართულ ამერიკის ღია საერთაშორისო იუნიორთა ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. სპორტულ კარატეში გამართულ ამ სოლიდურ შეჯიბრში 45 ქვეყნის წარგზავნილები მონაწილეობდნენ.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 09
8 აპრილს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში ამ ორგანიზაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე იმსჯელეს. დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო შეტანილი. სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ვრცლად მიმოიხილა გასული წლის სპორტული შედეგები. სხდომას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაურიც დაესწრო.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 08
8 აპრილს ლაგოდეხში კაც ფრენბურთელთა საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონატის გამარჯვებული „თბილისი" გახდა, რომელმაც ფინალში „ბათუმს" 3:0 მოუგო. მესამე ადგილისათვის მატჩში „ცაგერმა" „მცხეთას" 3:1 აჯობა. ლაგოდეხშივე გაიმართა უმაღლეს ლიგის ორი საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩები.
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 08
საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები (1993-1994 წლებში დაბადებულები) პოლონეთის ქალაქ გორშოვში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თამაშობს. რევაზ ჩომახიძის გუნდი A-1 ჯგუფში  ინგლისის, სლოვაკეთის და ბელორუსის ნაკრებებთან ერთად იბრძვის. ქართველმა წყალბურთელება პირველი მატჩი 7 აპრილს ინგლისის ნაკრებთან გამართეს და 10:9 იმარჯვეს, 8 აპრილს კი სლოვაკეთთან 3:20 დათმეს.
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 08
10 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლე საკალათბურთო "სუპერლიგის" "ყველა ვარსკვლავის" მატჩს უმასპინძლებს. ქუთაისში მატჩის გარდა  სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსიც ჩატარდება. თამაშში მონაწილე ხუთეულები "სუპერლიგის" ვებ-გვერზე  მიმდინარე გამოკითხვით შეირჩა, დანარჩენი 7-7 მოთამაშე კი გუნდების მწვრთნელებმა დაასახელეს. დეტალებზე 8 აპრილს სპორტის დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. თავად მატჩი 10 აპრილს 14:00 საათზე დაიწყება.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 08
საქართველოს მორაგბეთა A ნაკრები სამხრეთ აფრიკაში 10-დღიანი ტურნეს წარმატებულად დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ტურნეს დეტალებზე სასაუბროდ, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ნაკრების მწვრთნელებთან ერთად პრესკონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში გამართა. პრესკონფერენციაზე 18–წლამდელ მორაგბეთა მიერ მოპოვებული მე–3 ადგილის შესახებაც იმსჯელეს.  
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 08
10-11 აპრილს  სპორტის დეპარტამენტის დარბაზში მდებარე ხელოვნურ კლდეზე ცოცვის კედელზე ირაკლი გელდიაშვილის მემორიალი ჩატარდება. ტურნირში ძალებს მესტიის, ლენტეხის, ბათუმის, ქუთაისის, ყაზბეგის და თბილისის მეკლდეურთა გუნდები  მოსინჯავენ. პირევლობისთვის როგორც ვაჟები, აგრეთვე გოგონები იბრძოლებენ. 
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 07
7 აპრილს სტარტი აიღო და 11 აპრილამდე გასტანს საქართველოს პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც იოსებიძის 50-ში მდებარე 161-ე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მიმდინარეობს. პირველობა მინი-კადეტ, კადეტ და იუნიორ გოგონათა და ვაჟთა შორის (როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგებში) ტარდება. საქართველოს ჩემპიონობისათვის 8 ქალაქის გუნდები იბრძვიან. 
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 07
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ 13-14 აპრილს ბაქოში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. აზერბაიჯანულ ხალიჩაზე საქართველოს ჩემპიონატის ოქროსმედალოსნებით დაკომპლექტებული შვიდეული გავა.თავისუფალი სტილის მიმდევრები დასკვნით შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადიან. 
კატეგორია : არაოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 07
11 აპრილს, სოფელ ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება საერთაშორისო ოფროუდ ტურნირი ტროფი-ორიენტირება -"ჟატი 2010".  ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირი - "ოფროუდერს კლუბი". სპონსორები არიან - „მაღაზია 4ვე-დე", „ჰაიდელბერგ ცემენტი", „მულტიექსპრესი" - საფოსტო გადაზიდვების კომპანია და „თეგეტა მოტორსი".    
კატეგორია : ჩოგბურთი თარიღი : 2010 აპრილი 07
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 163-ე ადგილზეა წლეულს საუკეთესო შედეგი აჩვენა. ფლორიდის შტატის ქალაქ პონტე ვედრა ბიჩში მიმდინარე 220-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ანამ სამი გამარჯვების მოპოვება შეძლო და მერვედფინალში გადასასვლელ შეხვედრაში სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვას აჯობა, ვინც მსოფლიოს რეიტინგში 53-ე ჩოგბურთელია. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 07
ამერიკის შეერთებული შატატებიდან დაბრუნდა საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები, რომელიც 27 მარტიდან-2 აპრილამდე ვაშინგტონში, "ტიდანი ტროპის თასის" ტრადიციულ, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ორი მატჩი ფრედ ითამაშა ვაშინგტონის გუნდებთან, ერთში კი ლონდონის "ვესტ ჰემთან" დამარცხდა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 07
7 აპრილს სპორტის დეპარტამენტში საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის მე-14 კონფერენცია გაიმართა, რომელზეც სამი ძირითადი და რამდენიმე სხვა საკითხი განიხილეს - საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის კონცეფციის პროექტის გაცნობა და განხილვა, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ახალი სამოქმედო გეგმის განხილვა და სხვა საკითხები.
კატეგორია : ჭადრაკი თარიღი : 2010 აპრილი 07
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 7 აპრილს დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატი 9 დღეს გასტანს. გამარჯვებულები 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ქვეყნის ღირსებას დაიცავენ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ ჩოტოვა კზარნაში აგვისტოში გაიმართება.    
კატეგორია : ძიუდო თარიღი : 2010 აპრილი 07
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის დასკვნით შეკრებაზე გადავიდა. ამირან ტოტიკაშვილის გუნდი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა დუშეთის 2-კვირიანი შეკრებიდან. 6 აპრილს კი ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა თბილისში, სასტუმრო "ბატესტაში" დაბინავდა და დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ვარჯიშობს. დასკვნითი ეტაპიც 2-კვირიანი იქნება.  
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 06
7 აპრილს ლაგოდეხში კაც ფრენბურთელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. ფინალის საგზურისთვის  „მცხეთა" - „"ბათუმის"  და „თბილისი" - „ცაგერის" წყვილები იბრძოლებენ. წყვილებში გამარჯვებული გუნდები საქართველოს ჩემპიონის ვინაობას, ასევე ლაგოდეხში 8 აპრილს გაარკვევენ. დამარცხებული გუნდები კი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ. მესამე ადგილისთვის მატჩი 12:00, ხოლო ფინალი 14:00 საათზე დაიწყება.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 06
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გრძელდება გულშემატკივართა გამოკითხვა სხვადასხვა საინტერესო თემებზე. ბოლო გამოკითხვა საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებს ეხებოდა, რომელმაც ჩეხეთში ელიტ-რაუნდში ითამაშა. გულშემატკივარს საქართველოს 17-წლამდელთა  ნაკრების გამოსვლა უნდა შეეფასებინათ.    
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 06
კატეგორია : მძლეოსნობა თარიღი : 2010 აპრილი 06
ქართველმა ბირთვის მკვრელმა მარიამ ქევხიშვილმა ქალაქ გეინსვილში 2-3 აპრილს გამართულ ამერიკის საგაზაფხულო საუნივერსიტეტო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მძლეოსნობაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქევხიშვილმა ბირთვი 17.94 მეტრზე ჰკრა და 1.5 მეტრით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კელი მედეიროსს. მარიამი აპრილ-მაისში კიდევ რამდენიმე საუნივერსიტეტო შეჯიბრში გამოვა.   
კატეგორია : ოლიმპიური თარიღი : 2010 აპრილი 06
2-4 აპრილს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. საქართველოდან მინსკის ფიცარნაგზე მხოლოდ ზვიად სამუკაშვილი (56კგ) გამოვიდა. სამწუხაროდ, ქართველმა ძალოსანმა ათეულში შესვლა ვერ შეძლო. სამუკაშილმა ატაცში სამივე ცდაზე 97 კილოგრამი  შეუკვეთა და შტანგის დამორჩილება ვერ მოახერხა, აკვრაში კი 133 კგ დაიმორჩილა.  
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 06
მამუკა გორგოძე მოედანს ორი ლელოთი დაუბრუნდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების და ფრანგული „მონპელიეს" ერთ-ერთი ლიდერი დისკვალიფიკაციის და ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და  საუცხოოდ ითამაშა. გორგოძემ საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში „ალბის" ორი ლელო გაუტანა. მამუკას უქმობა დისკვალიფიკაციის გამო 40 დღე მოუხდა.   
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 06
2-3 აპრილს გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ხალიჩაზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 300-მდე მოჭიდავე გავიდა. ორდღიანი ტურნირის პირველმა დღემ აჭარის გუნდის წარმომადგენელთა კარნახით ჩაიარა. ზღვისპირელებმა 6 წონითი კატეგორიიდან ხუთში ოქროს მედალი მოიპოვეს, აჭარელებმა იყოჩაღეს მეორე დღესაც, 3 აპრილს მათ 4 შესაძლებლიდან 2 ოქრო მოიპოვეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 05
საქართველოს საფეხბურთი ჩემპიონატის 28-ე ტურში თბილისის "დინამომ" 3 აპრილს "ამერის სტადიონზე "გაგრასთან" 1:0 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. "დინამოელებს" დღეისათვის 55 ქულა აქვთ და ჩემპიონატის ლიდერ "ოლიმპს" 8 ქულით ჩამორჩებიან. "დინამომ" "გაგრას" დამარცხება გურამ კაშიას საჯარიმო დარტყმიდან გატანილი გოლით მოახერხა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს, 37 წუთზე გავიდა. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 05
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები იტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან თბილისში 5 აპრილს გამთენიას ჩამოფრინდა. ჭაბუკმა ბორჯღალოსნებმა ელიტ რაუნდში მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს. მორაგბეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაური დახვდა და წარმატება მიულოცა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 03
სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფმა საქართველოს მორაგბეთა ა ნაკრებმა 3 აპრილს მეორე მატჩი გამართა და კვლავ იმარჯვა. ქართველმა მორაგბეებმა ამჯერად სტელენბოშის სარაგბო აკადემიის 21-წლამდელთა ნაკრებთან სარაგბო ფესტივალის ეგიდით მიმდინარე ტურნირზე ითამაშეს და მეტოქე 20:10 დაამარცხეს. ლელოები ირაკლი ყიასაშვილმა და მამუკა ნინიძემ გაიტანეს, რასაც ყიასაშვილმა 2-2 საჯარიმო და გარდასახვაც დაუმატა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 03
იტალიაში მიმდინარე 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 3 აპრილს მე-3 ადგილისათის შეხვედრაში ბელგიასთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და მეტოქე 18:15 დაამარცხა. ქართველებმა პირველი ტაიმი 5:15 დათმეს, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში ძალების მოკრება შეძლეს და საბოლოოდ იმარჯვეს კიდეც. ლელოები ბექა მამრიკიშვილმა, გოდერძი ჭინჭარაულმა და ლევან გოგოლაშვილმა დადეს, რასაც ლევან მგელაძის გუნდმა ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიამატა.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 02
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში, 2 აპრილს 28-ე ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი თბილისში "ამერის" სტადიონზე გაიმართა, სადაც  ეროვნული ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა - "ზესტაფონმა" თბილისის "ლოკომოტივის" ბარიერის დაძლევა ისევ ვერ შეძლო და ფრედ 1:1 ითამაშა.ანგარიში 24-ე წუთზე თბილისელებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს.
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 01
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი მატჩი წააგო. ქართველი ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 1 აპრილს გამართულ მატჩში დანიის ნაკრებთან 0:7 დამარცხდნენ. თამაშმა სტუმართა სრული უპირატესობით ჩაიარა. დანიელმა ფეხბურთელებმა პირევლი ტაიმი 4:0 მოიგეს, მეორე ტაიმში კი  3 გოლი გაიტანეს. 
კატეგორია : ფეხბურთი თარიღი : 2010 აპრილი 01
1 აპრილს  15:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები დანიის ნაკრებს უმასპინძლეს, რომლებიც ჯგუფის ლიდერები არიან. წინა მატჩი მამუკა სვანიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა შოტლანდიასთან 1:3 წააგო. დანიელები მათ მსგავსად ჯერაც დაუმარცხებლები არიან.     
კატეგორია : კალათბურთი თარიღი : 2010 აპრილი 01
31 მარტს ზაზა ფაჩულიამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. „ატლანტა ჰოუქსის"  ქართველმა ცენტრმა „ლეიკერსთან" შეხვედრაში მიმდინარე სეზონის პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა. ატლანტელებმა მეტოქე 109:92 დაამარცხეს. ქართველს „ლეიკერსთან" თამაში წაუვიდა-24 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა გააკეთა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრ ესპანელ პაუ გასოლს არაფერი დაუთმო.  
კატეგორია : აჭარა თარიღი : 2010 აპრილი 01
31 მარტს ბათუმში საქმიანი ვიზიტით მყოფი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი - ნიკოლოზ რურუა, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაურთან და მის მოადგილე - ირაკლი სამყურაშვილთან ერთად სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო. სტუმრებს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი - მათე ტაკიძე მასპინძლობდა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2010 აპრილი 01
გლდანში მდებარე ოლიმპიური რეზერვების ცენტრის დარბაზში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს შორის. ორდღიანი ტურნირის მეორე დღეს - 31 მარტს მედლები 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. ყველაზე შედეგიანად გორელი მოჭიდავეები გამოვიდნენ. ამ ქალაქის სახელით ოქროს მედლები ბექა ბუჯიაშვილმა (46 კგ), ლაშა ბიტარაშვილმა (54 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (100 კგ) მოიპოვეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2010 აპრილი 01
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში ირლანდიის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და 11:19 დამარცხდა. ქართველებმა პირველი ტაიმი 11:6 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში ანგარიშის შენარჩუნება ვეღარ შეძლეს. მე-3 ადგილისათვის მატჩში ლევან მგელაძის გუნდი ბელგიას 3 აპრილს შეერკინება.