სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ზამთრის ოლიმპიური სახეობები

თარიღი: 2006 აგვისტო 03

საქართველოს მცხოვრები თოვლსაბიჯ თხილამურებზე. VII საუკუნესაქართველოში თოვლზე საბიჯებელ თხილამურებს შუა საუკუნეებიდან ამზადებდნენ. ასეთი თხილამურები გავრცელებული ყოფილა საქართველოს მთისწინეთსა და მაღალმთიანეთში. ხევსურეთში უმთავრესად გირკალისებურ თხილამურებს იყენებდნენ, სამეგრელოში, სვანეთსა და მთიულეთში_მრგვალს, ქართლში, რაჭასა და აჭარაში_ელიფსურს. მოგვიანებით შემოვიდა სასრიალო-სარბოლო თხილამურები, მთიდან დასაშვები ციგები, რამაც ხელი შეუწყო ზამთრის სპორტის განვითარებას.

თხილამურებით  რბოლა 1920-იან წლებში გავრცელდა, როცა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგზავროსნობის განყოფილებამ მოაწყო ე. წ. სადაზვერვო გასვლა ბაკურიანში. პირველი მოთხილამურეები სწორედ მთამსვლელები იყვნენ. 1931 წელს ჩატარდა პირველი თოვლაბიჯი თხილამურისამთო-სათხილამურო ლაშქრობა კავკასიონზე, რომლის მონაწილენიც თხილამურებით ჩავიდნენ მესტიაში. 1932 წელს გიტო გიორგაძის ხელმძღვანელობით ბაკურიანში ჩამოყალიბდა მოთხილამურეთა პირველი ჯგუფი. იმავე ხანებში საქართველოში ჩამოიტანეს თხილამურობისთვის საჭირო ინვენტარი, გაიყვანეს პირველი სარბოლო და სამთო ტრასები. მოთხილამურეთა პირველი შეჯიბრება გაიმართა ბაკურიანში 1934 წელს, ერთი წლის შემდეგ იქვე გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომლის პროგრამაში შედიოდა რბოლა 5, 10 და 20 კილომეტრზე, სლალომი და ტრამპლინიდან ხტომა. მოგვიანებით საქართველოს მოთხილამურეები გიორგი ნიკოლაძე და ირაკლი ჭიჭინაძე. სანქტ-პეტერბურგი. 1900-იანი წლებისსრკ-ის შეჯიბრებებშიც ჩაებნენ, მაგრამ რბოლებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ და ამ დისციპლინებში არც ზამთრის ოლიმპიადებზე გამოსულან.

სამთო თხილამურობაში  პირველი შეჯიბრება ასევე ბაკურიანში გაიმართა 1934 წელს. ამ საქმეს სათავეში ედგნენ ალექსანდრე გვალია, გიორგი ბაქრაძე, ვიქტორ მალიჩკოვი. პირველი სპორტის ოსტატი გახდა ბაკურიანელი ლევან ფანჯიკიძე. საკავშირო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდნენ მიხეილ გავა, ნიკოლოზ მიქაბერიძე, იბრაჰიმ ჯანიბეკოვი და სხვები.1994-2006 წლებში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა საქართველოს 5 სამთო მოთხილამურე._ზურაბ ჯიჯიშვილი, სოფიკო ახმეტელი, ლევან აბრამიშვილი, რობერტ მახარაშვილი და იასონ აბრამაშვილი. მათგან საუკეთესო იყო ზურაბ ჯიჯიშვილი, რომელმაც 1998 წელს ნაგანოში სამთო კომბინაციაში მე-14 ადგილი დაიკავა.
კობა წაქაძე
ტრამპლინიდან ხტომის ისტორია  იწყება 1934 წლიდან, როცა ბაკურიანში დამთავრდა პირველი 40-მეტრიანი ტრამპლინის მშენებლობა და რესპუბლიკური შეჯიბრების პროგრამაში ხტომებიც შეიტანეს. მოგვიანებით ბაკურიანს შეემატა 45, 70 და 90-მეტრიანი ტრამპლინები, გახშირდა შეჯიბრებები. ამ დისციპლინაში ყველაზე წარმატებული  ქართველი სპორტსმენია კობა წაქაძე_სსრ კავშირის და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი, 4 ოლიმპიური თამაშების მონაწილე. ოლიმპიადებზე მისი საუკეთესო შედეგია 1960 წელს სკვო-ველიში დაკავებული მე-9 ადგილი. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 3 ოლიმპიადაში მონაწილეობდა კობა წაქაძის ვაჟი კახა წაქაძე.

ფიგურულ ციგურაობას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა 1960 წელს, თუმცა მანამდე, 1900-იან წლებში პეტერბურგში ამ სახეობას ეუფლებოდა შემდგომში ცნობილი მეცნიერი და მარცხნიდან: ლია გაბელია, მარინე ცერცვაძე და ირაკლი ჯაფარიძესპორტსმენი გიორგი ნიკოლაძე. საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1961 წელს, 1964 წელს თბილისში აშენდა საქართველოში პირველი ხელოვნურსაფარიანი საციგურაო დარბაზი. პირველი თაობის მოციგურავეათა შორის გამოირჩეოდნენ ირაკლი ჯაფარიძე, ირინა არხანგელსკაია, შემდეგ კი_მარინე ცერცვაძე, ლია გაბელაია, მიხეილ სიხარულიძე, გია შანყულაშვილი, ბესარიონ ცინცაძე. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებში პირველად გამოვიდა ვახტანგ მურვანიძე.  ყველაზე წარმატებული ქართველი ფიგურისტია ელენე გედევანიშვილი, რომელმაც 2006 წელს ტურინის ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა.

ციგაობა, როგორც სპორტის სახეობა, საქართველოში გავრცელდა 1960-იანი წლების ვახტანგ მურვანიძემიწურულს. 1970 წელს ბაკურიანში გაიხსნა ციგაობის პირველი სპორტული ჯგუფი ალექსანდრე ქუმარიტაშვილის ხელმძღვანელობით, კოხტაგორის ფერდობზე კი მოეწყო 25-მეტრიანი ტრასა. საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი გაიმართა 1972 წელს. პირველი სპორტის ოსტატები იყვნენ ქეთევან ჯეირანაშვილი და ფელიქს ქუმარიტაშვილი. 1974 წელს ბაკურიანში აიგო საერთათაშორისო  სტანდარტების შესაბამისი საციგაო ტრასა. ყველაზე წარმატებული მიციგავეები არიან კახა ვახტანგიშვილი და ლევან თიბილოვი. ამ წყვილმა 1989 წელს ევროპის პირველობაზე მე-2 ადგილი დაიკავა, ლილეჰამერის 1994 წლის ოლიმპიადაზე კი მე-17 ადგილზე გავიდა.

საქართველოს სპორტსმენთა შედეგები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
1956 კობა წაქაძე (70 მ ტრამპლინი) – 30
1960 კობა წაქაძე (80 მ ტრამპლინი) – 9
1964 კობა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 27
1972 კობა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 25
1994 ზურაბ ჯიჯიშვილი (სწრაფდაშვება) – 47
1994 კახა ვახტანგიშვილი, ლევან თიბილოვი (ორადგილიანი ციგა) – 17
1994 კახა წაქაძე (90 მ და 120 მ ტრამპლინი) – 50, 55
1994 ლევან აბრამიშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
1998 ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო კომბინაცია) – 14
1998 სოფიკო ახმეტელი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
1998 ლევან აბრამიშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
1998 კახა წაქაძე (90 მ და 120 მ ტრამპლინი) – 55, 59
2002 ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) – 17
2002 სოფიკო ახმეტელი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
2002 რობერტ მახარაშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
2002 კახა წაქაძე (90 მ და 120 მ ტრამპლინი) – 58, დისკვალიფიკაცია
2006 ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) -10
2006 ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) -28
2006 იასონ აბრამაშვილი (სუპერ გიგანტი) -29, (გიგანტური სლალომი) -32