სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი “პატრიოტი”

თარიღი: 2011 აპრილი 22

საქართველოს ახალგაზრდების ცხოვრებაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოგვარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შემუშავდა პროგრამა, რომელიც 2005 წლიდან  წარმატებით ხორციელდება. პატრიოტისსაშუალებით ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება განავითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები, გაიცნონ თანატოლები და გაიზიარონ იდეები. პატრიოტის ამოქმედებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებისთვის საბანაკო სისტემა დაინერგა.

 

პროგრამა პატრიოტისაქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის #345 განკარგულებით შეიქმნა პროგრამა პატრიოტი. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და ახალგაზრდობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. 2005-2010 წლებში პროგრამას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო ახორციელებდა. საქართველოს მთავრობაში მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 2010 წლის ივნისში შეიქმნა ახალი უწყებასპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. სწორედ ეს უწყება გახდა პროგრამა პატრიოტზე პასუხისმგებელი ორგანო.

პატრიოტისფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ლაგოდეხი, ბაზალეთი, წყალტუბო, ბაკურიანი, ვარციხე, ხელვაჩაური, სქური, საგარეჯო, განმუხური, ყვავილნარი, კოდორი, შაორი, ანაკლია) შეიქმნა საზაფხულო ბანაკები, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ გაიცნონ თანატოლები სხვა რეგიონებიდან, გამოავლინონ საკუთარი ინტელექტუალური, შემოქმედებითი და ფიზიკური შესაძლებლობები. კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით პატრიოტის ორგანიზატორებმა 2010 წელს პროგრამაში უცხო ქვეყნების ახალგაზრდები ჩართეს.   

პროგრამაში მონაწილეობა

პატრიოტშიმონაწილეობენ 15-დან  23 წლამდე წარჩინებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლე-ახალგაზრდები საქართველოს რეგიონებიდან და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული სათვისტომოებიდან.

პატრიოტშიახალგაზრდების მონაწილეობა ნაკადებით მიმდინარეობს, ნაკადში მოხვედრილი ახალგაზრდების ბანაკში ყოფნის დრო 10-11 დღით განისაზღვრება.

ცხოვრება ბანაკში

ბანაკებში ცხოვრება წინასწარგანსაზღვრული დღის განრიგით მიმდინარეობს, რომლითაც რეგულირდება ბანაკის ცხოვრების თითოეული დღე. განრიგში შედის სამჯერადი კვება, სხვადასხვა სპორტული და გასართობი, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები, ტრეინინგ-სემინარები აქტუალურ თემაზე, ლაშქრობები და ექსკურსიები ისტორიულ და კულტურული ძეგლების დასათვალიერებლად. პროგრამის მონაწილეებს ურიგდებათ სპეციალურად შეკერილი ფორმები - ჟილეტები, მაისურები და კეპები.

პატრიოტის განვითარება

2005 წელს პროგრამაში 15 000 მოსწავლე-ახალგაზრდა მონაწილეობდა. ბანაკები მოწყობილი იყო ლაგოდეხში, ბაზალეთში, ბაკურიანში, წყალტუბოსა და ვარციხეში.

2006 წელს პროგრამაში 30 000 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან (ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი). ასევე, ბანაკებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის ვეტერანთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილებმა (500-მა მოზარდმა) დაისვენეს.

2007 წელს პროგრამა განხორციელდა ლაგოდეხში, საგარეჯოში, ვარციხეში, ბაზალეთში, კოდორში, განმუხურში, სქურსა და ყვავილნარში. მასში მონაწილეობდა 30 000 ახალგაზრდა. 2008 წელს ბანაკებში დაისვენა 10 000-მა,  2009 წელს 7 000-მახოლო 2010 წელს – 3 000-მა ახალგაზრდამ.

2005-2010 წლებში ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იხსნებოდა, იცვლებოდა და იხვეწებოდა მათი ინფრასტრუქტურა, ცხოვრების პირობები. თუკი, 2005-2006 წელს პატრიოტისსაზაფხულო ბანაკები საველე პირობებში ხორციელდებოდა, 2007-2009 წლებში აშენდა ხის კოტეჯები, 2010 წელს კი შეიქმნა ევროპული სტანდარტების შესაბამისი საერთაშორისო მასშტაბის ბანაკი ანაკლია”.

ანაკლიის ბანაკი

ანაკლიისპატრიოტული ბანაკი არის სასტუმროს ტიპის 3-სართულიანი კომპლექსი, რომელიც ერთ ნაკადზე 300-მდე ახალგაზრდას მასპინძლობს. ბანაკის ტერიტორიაზე განთავსებულია სასადილო კომპლექსი, ბუნგალო, ამფითეატრი, ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, ქვიშის ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნები. 2010 წელს ანაკლიისპატრიოტულ ბანაკში სულ 3000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 392-მა ბელორუსმა, 114-მა მოლდოველმა, 100-მა სომხეთის რესპუბლიკისა და 100-მა ქართული სათვისტომოს მოსწავლე-ახალგაზრდამ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით

სსიპ: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი
ტელ: (995 32) 30 02 03
ელ.ფოსტა: cync@cync.ge