სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
         
09
14 15 16
17 22 23
28 29 30
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 27
27 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ძიუდოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს შეხვდა და მოპოვებული გამარჯვებები მიულოცა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 25
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად „ანტინიკოტინური კამპანიის" სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 21
დანიის ქალაქ როსკილდში გამართულ კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო; 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 20
20 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტს დარიუშ როზუმს და გენერალურ მდივანს რიხო რანიკმას. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 19
დღეს ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი სპორტსმენების და გუნდებისადმი მიძღვნილი პირველი ფოტოკრებულის „ქართული სპორტის დიდი სახელები" პრეზენტაცია გაიმართა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 12
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს, ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებს და ასაკობრივი ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს უმასპინძლა. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 12
საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება. პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს და მოახლოებული შეჯიბრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 10
10 აპრილს ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე ფიგურულად მოციგურავე მორის ყვითელაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე  მოპოვებული წარმატება მიულოცეს.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 08
  სამოყვარულო ტურნირის  ნატოს თასი 2017-ის  გამარჯვებული  შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდა.  გამარჯვებულ გუნდს  ნატოს თასი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 აპრილი 07
დიღომში, ახალ ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ფრენბურთის დარბაზში მინი-ფეხბურთში ნატოს თასი-2017 გრძელდება. უკვე გამოვლინდნენ 1/4-ფინალისტები.
გვერდი 1 სულ 114