სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და პანკისის ხეობიდან.