სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 თებერვალი 08
თბილისში, სასტუმროში "ჰოლიდეი ინ" პროექტ „ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მონაცემთა ბაზა. ბაზაში თავმოყრილია საქართველოს 10 ქალაქში სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებში ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი მომსახურების შესახებ ინფორმაცია.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 თებერვალი 02
თბილისში, საქართველოს ახალგაზრდობის სახლში, რადიოს STAR FM და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კონკურსის „ახალი ხმა" გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული, რომელიც რადიოს STAR FM წამყვანი გახდება, რადიო მსმენელებმა სატელეფონო შეტყობინებების (სმს) მეშვეობით გამოავლინეს.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 იანვარი 31
გუდაურში, სასტუმრო "კარპე-დიემში", დასრულდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით მიმდინარე საჯარო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 3-დღიანი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა სამინისტროსა და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში მოხალისეთა ინსტიტუტის დანერგვაზე იმსჯელეს.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 იანვარი 09
9 იანვარს, თბლისში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში,  ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის მცირეწლოვანი 30-მდე პაციენტისთვის, საახალწლო აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს თოვლის ბაბუა ესტუმრა, გაიმართა ჯამბაზების შოუ, ასევე სტუდია "მზიურის" აღსაზრდელებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2012 იანვარი 05
5 იანვარს, თბილისში, ახალგაზრდობის სახლში (ყოფილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის - ვლადიმერ ვარძლაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში 160-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 დეკემბერი 13
ევროპული ახალგაზრდლი ბარათი, რომელიც ევროპის 38 ქვეყანაში 4 მილიონ ახალგაზრდას აერთიანებს საქართველოში შემოვიდა. ამ საიხლეს საქართველოში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და განვითარების აკადემია" ნერგავს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ნოემბერი 28
28 ნოემბერს, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა სასახლესთან დაკავშირებით თანამშრომლებს სამინისტროს გეგმები და ახალი დირექტორი - ლიკა მეღვინიშვილი გააცნო. ასევე, ვლადიმერ ვარძელაშვილმა სასახლის თანამშრომლების შეკითხვებს უპასუხა და ყოფილ დირექტორს - გიორგი შალამბერიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ნოემბერი 18
17 ნოემბერს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი თბილისის უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტური ორგანიზაციების პრეზიდენტებმა მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწყვეს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ნოემბერი 16
16 ნოემბერს, თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ", ეროვნული კონფერენცია „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება" დაიხურა. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა სამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებს ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით შემოშავებული პრიორიტეტები და რეკომენდაციები გააცნეს. კონფერენციის შედეგები საფუძვლად დაიდება ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ნოემბერი 15
15 ნოემბერს, სასტუმროში "ჰოლიდეი ინნ", პირველი ეროვნული კონფერენცია -‘საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება' გაიხსნა. ორდღიან კონფერენციაში 140-მდე დელეგატი -  სტუდენტები, არასამთავრობო, საერთაშორისო და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, მკვლევარები და დონორი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობემნ. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ეგიდით ტარდება.