სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 25
24 ოქტომბერს, ანაკლიაში, საერთაშორისო ბანაკის "პატრიოტი 2011" დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. დახურვის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და "პატრიოტის 2011" ბოლო ნაკადის მონაწილეები ესწრებოდნენ.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 20
20  ოქტომბერს, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის  შემოდგომის სეზონის მეორე მერვედფინალური თამაში გავიდა. პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტელეკომპანია „იმედი“ და საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ეროვნული ფედერაცია.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 13
13 ოქტომბერს, სტარტი აიღო მხიარულთა და საზრიანთა საქართველოს ჩემპიონატის შემოდგომის სეზონმა, რომლის ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტელეკომპანია „იმედი“ და საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ეროვნული ფედერაცია.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 10
10 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა პროექტ „მე ვეხმარების" მოხალისეებს მადლობის სიგელები გადასცა. სიგელები სულ 32 ახალგაზრდას გადაეცა, პროექტ "მე ვეხმარების" განხორციელება კი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, შერჩეული მოხალისეები მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის ხელოვნებისა და სპორტის დარგში სხვადასხვა ღონისძიებას ატარებდნენ.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ოქტომბერი 06
6 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, პროექტ "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" წარდგენა გაიმართა. ღონისძიება მინისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი ავალიანმა გახსნა. პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერიისა და თბილისის რეგიონალური გამგეობების წარმომადგენლები დაესწრნენ. "ახალგაზრდული სერვისები" არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 სექტემბერი 30
30 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „წითელ დარბაზში“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი, "მან-სან-კანის" შემოდგომის სეზონში მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი ავალიანმა მონაწილეებს თამაშებში შეტანილი სიახლეები გააცნო, ასევე გადასცა მათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები . 2011 წლის შემოდგომის სეზონში, რომელიც სტარტს 3 ოქტომბერს აიღებს, საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 სექტემბერი 27
27 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსში - "ჩვენ ქართველები ვართ" გამარჯვებული ავტორების დაჯილდოება გაიმართა. საუკეთესო სცენარის ავტორი, შ.რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი - გიორგი ბართაია დაასახელეს. მისი სცენარის მიხედვით, შვედეთის სამეფოს კინოსტუდია "ჰალანდი" ფილმს გადაიღებს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 სექტემბერი 15
15 სექტემბერს, კუსტ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერთი ორგანიზაციამ "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპორტის რამდენიმე სახეობაში შეჯიბრი მოაწყო. ღონისძიებას მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილის ესწრებოდა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 აგვისტო 14
13 აგვისტოს, სასტუმრო „შერატონში", ოთხდღიანი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი „მსოფლიო მშვიდობისათვის" გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე მონაწილეებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - გიორგი ბარამიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი ავალიანმა სიტყვით მიმართეს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 აგვისტო 12
12 აგვისტოს, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღენიშნა. ღონისძიების ფარგლებში ბანაკში საზოგადოებისთვის ნაცნობმა მომღერლებმა კონცერტი გამართეს, ასევე მოეწყო თეატრალიზებული წარმოდგენის ჩვენება. ღონისძიებას ბანაკ „პატრიოტის" 300-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მონაწილე ესწრებოდნენ.