სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 აგვისტო 11
11 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ავალიანი სამინისტროში ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" (People in Need) ხელმძღვანელს შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ჩეხურ ორგანიზაციას „ადამიანი გაჭირვებაში" (People in Need) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივლისი 26
25 ივლისს, თბილისში, გალერეა „მუზაში" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „მწვანე საღამო" მოაწყო. საღამო მიეძღვნა პროექტ „მწვანე ყუთის" პირველი ეტაპის დასრულებას. ღონისძიებაზე მოხდა პროექტის „მწვანე ყუთის" შედეგების შეჯამება, ასევე გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. საღამოში მონაწილეობა მიიღეს პროექტში ჩართული ყველა დაწესებულების 100-მდე წარმომადგენელმა, მათ სიტყვით მიმართა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ერონვული ცენტრის" დირექტორმა თათია ელიაძემ.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივლისი 23
21 ივლისს, თბილისში ერთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ახალგაზრდობა - გამოწვევები და განვითარება" გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობნენ პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროების მაღალჩინოსნები, „ვიშეგრადის" საერთაშორისო ფონდის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივლისი 19
პროექტ „მწვანე ყუთის" ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მაკულატურის შეგროვებას აგრძელებს. 19 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლო პროექტ „მწვანე ყუთში" ჩაერო და პროგრამის ორგანიზატორებს 1500 კგ მაკულატურა გადასცა. მოსალოდნელია, რომ ყოველთვიურად საქალაქო სასამართლოს მიერ ჩაბარებული მაკულატურა რამდენიმე ტონას მიაღწევს.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივლისი 14
14 ივლისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი საერთაშორისო კონკურსში „ალიანტე 2011"-ში გამარჯვებულ მონაწილეებს სამინისტროში შეხვდა. ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი „ალიანტე 2011"-ის ფინალი ჩატარდა მონტენეგროში, სადაც ქართველი ახალგაზრდები წარმატებით გამოვიდნენ - 20 გუნდს შორის მათ პირველი, მეორე და მეხუთე ადგილი დაიკავეს.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივნისი 28
28 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი სსიპ „ბავშვთა და ახალაგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" ეწვია. ღონისძიების ფარგლებში მინისტრი ცენტრის თანამშრომლებსა და მოხალისეებს შეხვდა. შეხვედრაზე ვარძელაშვილმა მოისმინა ინფორმაცია ცენტრის მიერ მიმდინარე პროექტების შესახებ. ასევე, უწყების თანამშრომლებმა ახალი პროგრამების პრეზენტაცია მოეწყვეს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივნისი 23
23 ივნისს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ თბილისი" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციამ" წარმოდგინა სახელმწიფო მნიშვნელობის საერთაშორისო ახალგაზრდული მიღწევების პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივნისი 22
21 ივნისს, თბილისის „ივენთ ჰოლში", საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის 2011 წლის ჩემპიონატის საგაზაფხულო სეზონის ფინალი გაიმართა. ფინალურ თამასში მონაწილეობა მიიღო ხუთმა გუნდმა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი „კოზა ნოსტრა", სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „ელარჯი", ქალაქ ქუთაისის გუნდი „ქუთეისელები", ქალაქ ქუთაისის გუნდი „ბრიგადა" და ქალაქ თბილისის გუნდი „მგლანდი".
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივნისი 14
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2011 წლის თებერვალში დაწყებული პროექტი „მწვანე ყუთი" ახალ ეტაპზე გადავიდა. საქველმოქმედო პროექტს საჯარო დაწესებულებების შემდეგ, კერძო პირები უერთდებიან. 14 ივნისს, დავით ფოჩხუას ოჯახმა (მის: თბილისი, გოგებაშვილის პირველი გასავალი #19, ბელინსკისა და გოგებაშვილის გზაჯვარედინი), ერთჯერადად 100-მდე კგ. მაკულატურა ჩააბარა.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივნისი 06
6 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და თბილისის #42 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „ხელი-ხელს" შედეგების პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის მოეწყო ერთთვიანი პროგრამა, რომელიც სხვადახვა კომპონენტს აერთიანებდა.