სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივნისი 06
3 ივნისს, თსსუ-ში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სტუდენტ გოგონებს შორის კონკურსის - „სტუდენტური სახე 2011" -ის პირველი ეტაპი ჩატარდა.  საქართველოს სხვდასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან კონკურსისათვის შესაფერისი ლამაზმანები ჟიურიმ შეარჩია. კონკურსის „სტუდენტური სახე" კასტინგის შედეგად, ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლიდან თითო გოგონა იქნა არჩეული.       
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივნისი 02
1 ივნისს, ანაკლიაში, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამა „პატრიოტი 2011" ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების გახსნას  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი მოადგილეებთან და ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარე - ლევან კონჯარიასთან ერთად დაესწრო.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 ივნისი 01
1ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტური თვითმმართველობების თბილისის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ფორუმში საქართველოს, ევროპისა და ამერიკის 15-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების 35 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 მაისი 30
30 მაისს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში,   მათემატიკური ოლიმპიადის „ბი-ჯი ჯენერეიშენ" პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადა  5 თვითმართველ ქალაქსა და 59 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მე-3-მე-11 კლასის 10 000-მდე მოსწავლე.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 მაისი 23
18-22 მაისს თბილისში, ვაკის პარკში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 5 წლიანი შესვენების შემდეგ სტუდენტური დღეები გაიმართა. „სტუდენტური დღეები 2011" თავისი მასშტაბით, უპრეცედენტო ღონისძიება იყო, რომელშიც ქვეყნის 28 უმაღლესი სასწავლებლის 800-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 მაისი 20
20 მაისს, 12:00 საათზე, თბილისში,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი პროგრამა „პატრიოტი 2011" ახლად შერჩეულ ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა „პატრიოტში" განხორციელებულ ცვლილებებზე, საერთაშორისო ბანაკში მონაწილეთა შერჩევის პრინციპებსა და ლიდერების როლზე ისაუბრა.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 მაისი 19
18 მაისს, თბილისში, ვაკის პარკში, ოთხდღიანი ახალგაზრდული ფესტივალი - “სტუდენტური დღეები 2011“ ოფიციალურად გაიხსა. ღონისძიების გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვაკის პარკში ათასობით ახალგაზრდა  შეიკრიბა.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 მაისი 10
სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში 3 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს პროგრამა - EPAS-ის (ევროსაბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) მორიგი შეხვედრა-მოსმენა. შეხვედრა მიეძღვნა ჩაწყობილი, გარიგებული თამაშებისა და ზოგადად სპორტში შედეგების მანიპულაციების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის კამპანიის დაწყებას. შეხვედრაში მონაწილეობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმაც მიიღო.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 მაისი 05
5 მაისს, თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი და  რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - მაკა ხვიჩია სტუ-ში მოსწავლე ეთნიკურად არაქართველ სტუდენტებს შეხვდნენ.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 მაისი 03
3 მაისს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოაგილემ - გიორგი ავალიანმა სუამი-ს სამიტი ოფიციალურად გახსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ორგანიზაცია „სუამ-ის“ გენერალური მდივანი - ვალერი ჩეჩელაშვილი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - ბენჟამინ სპარკსი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ოლივერ რაიზნერი.