2 მაისს, მთავრობის კანცელარიაში ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სუამ-ის ქვეყნების ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა. ღონისძიების მონაწილეები რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვაზე ისაუბრეს.
2 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული “მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” შოუსთან დაკავშირებით განცხადება. უპირველეს ყოვლისა, ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აღნიშნულ გადაცემაში ჩვენმა იმპროვიზაციულმა პასუხმა ტკივილი მიაყენა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
"მინდა გამოვეხმაურო და გავიზიარო ის წუხილი და სამართლიანი გულისწყრომა, რომელიც მიმდინარე წლის 2 აპრილს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული შოუს “მხიარულთა და საზრიანთა კლუბი”-ს მონაწილე ერთ-ერთი გუნდის მიერ გაკეთებულ რეპლიკასთან დაკავშირებით საზოგადოებამ გამოხატა..."
7 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, დიღმის მასივში მდებარე 140-ე საჯარო სკოლის უმცროსკლასელებს შეხვდა. მოსწავლეებთან შეხვედრაზე მინისტრმა ბავშვების სახალისო კითხვებს უპასუხა და წიგნის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ნაწყვეტი წაუკითხა. ღონისძიება პროექტის „წიგნის მეგობარი“ ფარგლებში გაიმართა.
6 აპრილს, ქალაქ მარნეულში, „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციამ“ 9 აპრილისადმი მიძღვნილი აქციების სერია დაიწყო. აქციების ჩატარება დაგეგმილია ქვემო ქართლის კიდევ 4 ქალაქში: ბოლნისში, დმანისში, გარდაბანსა და რუსთავში. ღონისძიებებში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.
31 მარტს, ვლადიმერ ვარძელაშვილი გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს - ბენჟამინ პერკსის და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების მენეჯერს - ოლივერ რაისნერს სამინისტროში შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლების ასპექტები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. მინისტრთან შეხვდერაზე პერკსიმ გამოხატა გაერო-ს ბავშთა ფონდის მხადყოფნა გამოყოს 138 ათასი დოლარი საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისა მხარდასაჭერად.
პროექტ „მწვანე ყუთის“ ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მაკულატურის შეგროვებას აგრძელებს. 29 მარტს, პროექტში აღსრულების ბიურო ჩაერთო. დაწესებულებამ „მწვანე ყუთის“ თანამშრომლებს დაახლოებით 1 ტონა ქაღალდი გადასცა.
23 მარტს, თბილისში იაპონიის საელჩოსთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით სოლიდარობის აქციას გაიმართა. აქციაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. საელჩოსთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს, ასევე გამოხატეს ქართველი ახალგაზრდების თანადგომა იაპონელი ხალხისადმი.
18 მარტს, რუსთავში, კინოთეატრ „რუსთაველში“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი - დავით კირკიტაძე ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაზე, რეგიონებში მცოხვრები ახალგაზრდების განვითარებასა და სამინისტროს ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.
17 მარტს, ბაკურიანში, სასტუმრო „ვიქტორიაში“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე რეგიონული მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა რეგიონებში ახალგაზრული პოლიტიკის განხორციელებაზე, რეგიონებში მცოხვრები ახალგაზრდების განვითარებასა და სამინისტროს ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.