სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 მარტი 15
15 მარტს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტროში, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფრომსა - ირაკლი მეგრელიშვილმა და  არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ აღმასრულებელმა დირექტორმაქეთევან ჩაჩავა  ერთობლივ  პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციზე გაკეთდა განცხადება საქართველოში საერთაშორისო კონკურსის "ალიატე 2011" დაწყებასთან დაკავშირებით.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 მარტი 11
10 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და გლობალსელის  ხელშეწყობით გაიმართა პროექტის „Speak Up“ პრეზენტაცია. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ავალიანი და უნივერსიტეტის დეკანატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 მარტი 02
1-ელ მარტს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ აუციდო/ვიდეო რგოლების სცენარებზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.   
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 მარტი 01
1-ელ მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა ინტელექტურალური თამაში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გუნდებს შორის. თამაშში კოჯრის, დიღმის, ავლაბრისა და „სათნოებას“ ბავშთა სახლების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 თებერვალი 22
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ელექტრონული ბიბლიოთეკა „ლიბ.ჯე“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ გადაცემა - „იმედის გმირებს“ გამოეხმაურნენ. ტელეგადაცემა უსინათლო დათო ყვირილიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და პრობლემებზე მოგვითხრობდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე თანამედროვე ავტორთა ნაწარმოებების აუდიო ვერსია განთავსდება.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 თებერვალი 11
11 თებერვალს სასტუმრო თბილისი „მარიოტში" პროექტ „მწვანე ყუთის" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა გახსნა. პრეზენტაციას სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის „მწვანე ყუთის" ორგანიზატორი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 თებერვალი 10
10 თებერვალს, თბილისში სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) პრეზიდენტთა საერთაშორისო სამიტი გაიხსნა. სამიტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი ავალიანმა და თსუ-ს ლექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გახსნეს. ღონისძიებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 50–მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 თებერვალი 03
3 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი თსუ-ს ეწვია. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პროექტის „სტუდენტური დღეები 2011“ პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი სანდრო კვიტაშვილი და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დაესწრნენ. 
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 თებერვალი 02
2 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი ავალიანმა ევროპარლამენტის სიმულაციურ სესია გახსნა. სესია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ტარდება და მასში კერძო სასწავლებლების 80-მდე სტუდენტი მონაწილეობს.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2011 იანვარი 27
27 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხელოვნების დარგში მოსწავლე-ახალგაზრდობას შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში სამინისტროსა  და სსიპ „სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოს“ თანამშრომლებმა საზოგადოებას გააცნენს პროგრამა „მე ვეხმარები!“ , რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი.