სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      01 02 03 04
05 06 07 08 09 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

პანტომიმის სპექტაკლი „Off Road“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით

თარიღი: 2013 აგვისტო 01

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით პირველად საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით პანტომიმა დაიდგა.

ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის 2013 წლის პრიორიტეტს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის ინიციატივით სხვადასხვა ფიზიკური და შემოქმედებითი აქტივობები ხორციელდება.

2013 წლის 31 ივლისს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში  „თეატრში ათონელზე" პანტომიმის სპექტაკლი დაიდგა. პიესაში Off Road" აღწერილია შეზღუდული შესაძლებლობებიოს მქონე პირთა პრობლემები და მათი ცხოვრების რამოდენიმე ეპიზოდი.

სპექტაკლის მონაწილეები:

ირმა ხეცურიანი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, მერაბ დუკაშვილი, გიორგი ღონღაძე, ლაშა რობაქიძე, ნათია ჩიკვილაძე, ტატო ჭოხონელიძე

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ შალიკაშვილი

მუსიკალური გაფორმება: ვახტანგ მაჩაბელი,მერაბ შალიკაშვილი, ტატო ჭოხონელიძე

პროექტის მონაწილეები მადლობას უხდიან „სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" ადაპტირებული სარეპეტიციო დარბაზის დათმობისათვის.

 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ნოემბერი 06
ზემო ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით 2017 წლიდან  ფუნქციონირებს.  კლუბში უკვე გაწევრიანებული არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად ვარჯიშობენ თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უსაფრთხოების მექანიზმებით აღჭურვილ კლუბში და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებზეც აქტიურად გამოდიან.
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ,,მეწარმეობის რეგიონული სკოლა''შემაჯამებელი ღონისძიება - დემო დღე, ახალგაზრდა მეწარმეების პროდუქტების გამოფენა„ფაბრიკაში" გაიმართა.პროექტის მონაწილებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები - იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა. პროექტში ჩართულნი არიან  ახალგაზრდებიგორიდან, ზუგდიდიდან, ახალციხიდან და  პანკისის ხეობიდან.    
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა. პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას" ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო. პროექტის ფარგლებში საწარმო აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. „იკორთაში" ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. სასწავლო კურსი მათ მინანქრის ოსტატმა საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას ჩაუტარა სასწავლო კურსი.  
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 19
  ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ახალგაზრდული პარტნიორობა აცხადებს რეგისტრაციას უფასო 6 კვირიან ონლაინ სასწავლო კურსზე ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.     
კატეგორია : ახალგაზრდობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 13
  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში კიდევ ერთი სოციალური საწარმო ამოქმედდა. საწარმოში ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ ლითონებსა და ტიხრულ მინანქარზე მუშაობა. პროექტი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა.