სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 14
ნორვეგიის ქალაქი ლილეჰამერი 2016 წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპირ თამაშებს უმასპინძლებს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2010 წელს დაიწყო ახალგაზრდული ოლიმპიადების ოცთხწლიანი ციკლებით ჩატარება. ლილეჰამერმა 1994 წელს მიიღო ზამთრის დიდების ოლიმპიადა და მაშინ ეს ქართული სპორტისთვის ისტორიული თამაშები იყო, რადგან საქართველოს დელეგაცია პირველად წარსდგა დამოუკიდებელი სტატუსით.  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 14
ჯონი უილკინსონი ინგლისის ნაკრებს გამოეთხოვა. ლეგენდარულმა დამრტყმელმა ოფიციალური განცხადება პირად ვებ-გვერდზე გააკეთა, იგი გააგრძელებს თამაშს ფრანგულ კლუბ “ტულონში”. უილკინსონი ინგლისის და ბრიტანეთის გაერთიანებულ ნაკრებში 1998 წლიდან თამაშობდა, ამ ხნის განმავლობაში 97 მატჩში მოგროვილი აქვს 1246 ქულა და ამ მაჩვენებლით სანაკრებო რაგბიში ყველა დროის მეორე მექულეა ახალზელანდიელი დან კარტერის შემდეგ (1250 ქულა).  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 08
7 დეკემბერს საფეხბურთო ჩემპიოთა ლიგაში დასრულდა ჯგუფური ეტაპი და გაირკვა მერვედფინალის 16 მონაწილის ვინაობა. ჯგუფური ეტაპის ყველაზე დიდი მოულოდნელობა ორი მანჩესტერული გუნდის წარუმატებლობა იყო – “იუნაიტედი” შვეიცარიულ “ბაზელთან” დამარცხების შემდეგ გამოეთიშა პრესტიჟულ ევროტურნირს, “სიტის” კი გერმანული “ბაიერნის” ძლევა არ ეყო შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს ტრადიციულად ძლიერმა გუნდებმა – “აიაქსმა”, “ვალენსიამ”, “პორტუმ” და გერმანიის ჩემპიონმა “ბორუსიამაც”.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 06
ბოლო ხუთი წლის მსოფლიოს ყველაზე წარმატებულმა ბიათლეტმა ქალმა, გერმანელმა მაგდალენა ნოიერმა გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ აქტიური სპორტისთვის თავის დანებება აქვს გადაწყვეტილი და ამ ნათქვამით მთელი გერმანია და ბიატლონის სამყარო გააოცა. იგი ორგზის ოლიმპიური და ათგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ, მოუგია მსოფლიოს თასის 25 ეტაპი და ამ ყველაფერს ბოლო ხუთ წელიწადში მიაღწია – ჯერ მხოლოდ 24 წლისაა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 06
წლევანდელი სამთოსათხილამურო სეზონი ამერიკელი ლინდსი ვონის სრული დომინაციით დაიწყო. 27 წლის ვონმა ქალთა ექვსი სტარტიდან ოთხი მოიგო და დამაჯერებლად დაწინაურდა მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში, რაც ყველა სტარტის შედეგს აერთიანებს და სათხილამურო სეზონის საუკეთესო სამთო მოთხილამურეს ავლენს. ამერიკელმა 2-5 დეკემბერს კანადის სათხილამურო კურორტ ლეიკ ლუისში ჩატარებული სამივე შეჯიბრი მოიგო.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 05
მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის დავას სამი ფეხბურთელი შემორჩა – არგენტინელი ლიონელ მესი, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო და ესპანელი ხავი. ფიფა-ს და “ფრანს ფუტბოლის” ერთობლივი გამოკითხვის გამარჯვებული შუა დეკემბერში გახდება ცნობილი. საფეხბურთო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი, “ოქროს ბურთი” 2009 და 2010 წლებში მესის დარჩა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 05
არგენტინის ჩემპიონობა ორი ტურით ადრე გაინაღდა “ბოკა ხუნიორსმა”, რომელმაც 4 დეკემბერს ბუენოს აირესის დერბიში 3:0 დაამარცხა “ბანფილდი” და 11 ქულით გადაასწრო უახლოვეს მდევარს, ბუენოს აირესის კიდევ ერთ წარმომადგენელ “რასინგს”. სულ “ბოკა” არგენტინის 24-გზის ჩემპიონია, ამ მხრივ კი რეკორდსმენი გახლავთ 33 ტიტულის მქონე “რივერ პლეიტი”, რომელიც შარშან პრიმერა დივიზიონიდან გავარდა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 05
4 დეკემბერს “კორინთიანსი” მეხუთედ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი. ყვეყნის უდიდესი ქალაქის, სან პაულუს კლუბმა ბრაზილიის სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში თანაქალაქელ “პალმეირასსთან” უხეში, წითელი ბარათებით გაჯერებული და უგოლო მატჩში ერთი ქულა მოიპოვა და ორი ქულით გადაასწრო უახლოეს მდევარს, რიო დე ჟანეიროს “ვასკო და გამას”, რომელიც ბოლო ტურში რიოს დერბიში 1:1 ეთამაშა საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გასულ “ფლამენგოს”.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 05
დევისის თასის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა არგენტინა 3:1 დაამარცხა და მეხუთეთ მოიპოვა ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო გუნდური ტიტული. ფინალს ესპანური ქალაქი სევილია მასპინძლობდა. გადამწყვეტი გამოდგა 4 დეკემბერს ესპანელ რაფაელ ნადალსა და არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვედრა, რომელშიც მასპინძელთა საუკეთესო ჩოგბურთელმა პირველი სეტი 1:6 წააგო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი სეტი მოიგო და საერთო ანგარიში 3:1 გახადა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 05
4 დეკემბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი სიკრატესი, რომელიც 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კაპიტნობდა თავისი ქვეყნის ნაკრებს. სოკრატესს ეროვნული მაისური 60 შეხვედრაში ჰქონდა მორგებული და 22 გოლი ჰქონდა გატანილი. ბოლო დროს იგი ავადმყოფობდა და რამდენჯერმე სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.