სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 26
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თითქმის ორთვიანი დაგვიანებით დაიწყო 2011-2012 წლების სეზონი. ევროპულ საშობაო დღეს 25 დეკემბერს ნიუ იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ ადგილონრივი „ნიქსი“ „ბოსტონ სელტიქსს“ დაუხვდა და 106:104 დაამარცხა სეზონის გახსნით შეხვედრაში. სულ ხუთი მატჩი შედგა, რომელთა შორის გამოსარჩევია წინა სეზონის ფინალისტთა შეხვედრა. ვიცე-ჩემპიონმა „მაიამიმ“ ჩემპიონი „დალასი“  მისსავე მოედანზე 11 ქულით დაამარცხა და მცირე რევანში აიღო.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 22
სანაკრებო კარიერა დაასრულა შოტლანდიის სარაგბო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მექულემ კრის პატერსონმა. 33 წლის უნივერსალმა უკანახაზელმა წლეულს მეოთხე მსოფლიოს თასზე ითამაშა და საქართველოსთან შეხვედრაში სათადარიგოს სტატუსით ჩაერთო. პატერსონს 1999-2011 წლებში ნაკრებში 109 თამაშში 809 ქულა მოუგროვებია და ორივე მაჩვენებლით შოტლანდიის რეკორდსმენია. 22 ლელო აქვს გატანილი და ორი დააკლდა რეკორდამდე.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 22
რუსეთის რაგბის ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს. აზალი ზელანდიის მსოფლიოს თასის შემდეგ ეს პოსტი დატოვა სტაჟიანმა რუსმა სპეციალისტმა ნიკოლაი ნეირუშმა, მის ადგილას კი ახლა დაინიშნა უელსელი კინგსლი ჯონსი, რომელიც ნეირუშის ასისტენდად მუშაობდა. “ჯონსმა გაამართლა ავანსები და მასთან ახალ 4-წლიან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი” – თქვა რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოპიევმა. რუსეთის ნაკრებს ახალი სპეციალისტის თავკაცობით საქართველოსთან 17 მარტს თბილისში უწევს შეხვედრა.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 20
ნოვიცკი და ნოიერი გერმანიის რჩეულები არიან სამხრეთ გერმანიის საკურორტო ქალაქ ბადენ-ბადენში გერმანიის წლის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოვება შედგა. კაცთა შორის 2011 წელის საუკეთესო გახდა კალათბურთელი დირკ ნოვიცკი, რომელმაც ნბა-ში “დალასს” ჩერმპიონობა მოაპოვებინა, თავად კი ფინალური სერიის უძვირფასეს მოთამაშედ დასახელდა. ქალთა შორის კი გერმანიაში საუკეთესო გახდა ბიატლონში მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი მაგდალენა ნოიერი.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 20
ევროპის 2015 წლის საკალათბურთო ჩემპიონატს უკრაინა უმასპინძლებს. უკრაინა ერთადერთი კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც ერთდროულად მოიხსნენ ევრობასკეტის მასპინძლობის სხვა პრეტენდენტები გერმანია, იტალია, ხორვატია და საფრანგეთი. უკრაინა საბჭოთა კავირის მეორე ყოფილი რესპუბლიკაა, რომელსაც ევრობასკეტის მასპინძლობა მოუწევს, პირველი გახლდათ ლიტვა, რომელმაც წლეულს ჩაატარა კონტინენტის ჩემპიონატი.  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 16
15 დეკემბერს დასრულდა უეფა-ს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი და ამ საკლუბო ტურნირზე ორთვიანი შესვენება დაიწყო. 12 ოთხგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გავიდა ორ-ორი საუკეთესო, ანუ 24 გუნდი. მათ დაემატება ჩემპიონთა ლიგის რვა ჯგუფის მესამეადგილოსანი და საბოლოოდ 32 გუნდი 16-ფინალიდან დაიწყებს პლეი ოფს. დღეს, 16 დეკემბერს თბილისის დროით გაიმართება კენჭისყრა, რომელიც პლეი ოფის წყვილებს გამოავლენს როგორც ევროპის, ასევე ჩემპიონთა ლიგაში.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 16
ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებს სტივ ჰანსენი გაწვრთნის, რომელიც ძველი თავკაცის, გრემ ჰენრის ასისტენტად მუშაობდა და მნიშვნელონავი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებებში. ოქტომბერში მსოფლიოს თასის მოგების შემდეგ დაგამდგარი ჰენრი თავის დამხმარეს ერთგვარად, თავდებში ჩაუდგა - თუ ჩემს ასისტენტს დააწინაურებთ, ეს ჩვენი საერთო საქმის გაგრძელება იქნება და ვიცი, სტივი “ოლ ბლექსს” ახალ სიმაღლეზე აიყვანსო. ყვეყნის რაგბის მმართველებმა სახელოვან მწვრთნელს დაუჯერეს.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 15
იაპონიის ქალაქ ტოიოტაში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე “ბარსელონამ” დაძლია ნახევარფინალური ბარიერი და ფინალში გავიდა, სადაც 18 დეკემბერს ბრაზილიურ “სანტოსს” ჩემპიონის წოდებისთვის შეხვდება. ევროპის უძლიერესმა კლუბმა ნახევარფინალში 4:0 გაანადგურა აზიის ჩემპიონი, ყატარული “ალ სადი”, მაგრამ გამარჯვების კმაყოფილება გააფერმკრთალა თავდამსხმელ დავიდ ვილიას ტრავმამ.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 15
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სეზონის საუკეთესო ჩოგბურთელი მამაკაცი და ქალი გამოავლინეს. კაცთა შორის ეს ჯილდო, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა, ხოლო ქალებში საუკეთესოდ პეტრა კვიტოვა დასახელდა. ჯოკოვიჩი წლეულს აშკარად ერთი თავით მაღლა იდგა მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ნომრებზე – რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერზე, დიდი სლემის ოთხი ტურნირიდან სამი მოიგო და წლის ბოლოს დამსახურებულად შეხვდა პირველ ნომრად.  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2011 დეკემბერი 15
იაპონიის ქალაქ ტოიოტაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს. გამოვლინდა ერთ-ერთი ფინალისტის ვინაობა, რომელიც მოლოდინისამებრ ბრაზილიური “სანტოსი” გახლავთ, მეორე ფინალისტი კი გახდება ევროპის ჩეპიონთა ლიგის მფლობელ “ბარსელონასა” და აზიის საუკეთესო კლუბ “ალ სადს” შორის გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” და “სანტოსი” ნახევარფინალიდან ჩაებნენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სახელითვის ბრძოლაში.