დღეს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, ხელოვნების სასახლეში ჩატარდება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა. 16 მონაწილე გუნდი გადანაწილდება ოთხ ჯგუფში. უკვე ცნობილია, როგორ განითესნენ გუნდები კალათებში. პირველ კალათაში არიან: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰოლანდიის ნაკრები, აგრეთვე ევრო 2012-ის მასპინძლები უკრაინა და პოლონეთი.