2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 16-ვე მონაწილე ცნობილი გახდა. პოლონეთ-უკრაინაში წამსვლელი ბოლო ოთხეული გუშინ ღამით გამოვლინდა და ესენი არიან – პორტუგალია, ირლანდია, ჩეხეთი და ხორვატია. მათ ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს შესაბამისად ბოსნია, ესტონეთი, მონტენეგრო და თურქეთი. საკვალიფიკაციო ეტაპი მანამდე დაძლიეს გერმანიამ, რუსეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, საბერძნეთმა, ინგლისმა, დანიამ, ესპანეთმა და შვედეთმა.