სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2010 ივლისი 07
ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტია. 6 ივლისს კეიპტაუნში გამართულ ნახევარფინალურ მატჩში ბერტ ვან მარვიიკის ფეხბურთელებმა ულამაზეს შეხვედრაში 3:2 გაიმარჯვეს და 1978 წლის შემდეგ ფინალში პირველად გავიდნენ. ურუგვაის სამხრეთ აფრიკაში ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს ჩაყვანილი, ვერავინ იტყვის ოსკარ ტაბარესის გუნდმა ნახევარფინალში გასვლა არ დაიმსახურაო, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში კლასმა მაინც თავისი გაიტანა.  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2010 ივლისი 04
3 ივლისს სამხრეთ აფრიკაში გამართულმა ორმა მეოთხედფინალურმა მატჩმა ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილი გახადა. დღის პირველ თამაშში გერმანიის ნაკრებმა დიეგო მარადონას გუნდს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა და ჩემპიონატის მთავარი ფავორიტის სახელიც ირგუნა. იოახიმ ლიოვის ფეხბურთელებმა არგენტინელებს მთელი მატჩის განმავლობაში გასაქანი არ მისცეს და დიდი ანგარიშით - 4:0 მოუგეს.  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2010 ივლისი 03
2 ივლისს სამხრეთ აფრიკაში ორი მეოთხეფინალური მატჩი გაიმართა და ორივე დრამატულად, საოცარი დაძაბულობის ფონზე ჩატარდა. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები ჩემპიონატს დაემშვიდობა, ბერტ ვან მარვიიკის გუნდმა წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის მეორე ნახევარში ძალიან კარგად ითამაშა და ბრაზილიელები 2:1 დაამარცხა.  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2010 ივნისი 30
29 ივნისს გამართულმა ორმა მერვედფინალურმა მატჩმა ის რვა სუკეთესო ნაკრები გამოავლინა, რომელიც მეოთხედფინალში ითამაშებს. პარაგვაის და იაპონიის ნაკრებებმა გოლის გატანა ვერც ძირითად და ვერც დამატებით დროში ვერ მოახერხეს, ამიტომ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. ნერვების ბრძოლას თავი უკეთ სამხრეთ ამერიკელებმა გაართვეს.
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2010 ივნისი 29
ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ისე გაიარა, რომ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა არ დასჭირვებია. ბერტ ვან მარვიკის ფეხბურთელებმა მერვედფინალში სლოვაკეთის ნაკრებთანაც ძალების დაზოგვით 2:1 მოიგეს. არიელ რობენს და ჰოლანდიის ნაკრებს მთავარი გამოცდა წინ აქვთ - მეოთხედფინალში ბრაზილიასთან თამაში ელით.  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2010 ივნისი 28
არგენტინის ნაკრები და დიეგო მარადონა მეოთხედფინალში ლაღი თამაშით და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გავიდნენ. საკმაოდ ძლიერი და მებრძოლი მექსიკის ნაკრები კი სამშობლოში თავაწეული დაბრუნდება. ხავიერ აგირეს ბიჭებმა უძლიერეს მეტოქესთან თავგამოდებით იბრძოლეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. კლასმა და საოცარმა შემადგენლობამ, რომელიც არგენტინის ნაკრებს ჰყავს თავისი საქმე გააკეთა.  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2010 ივნისი 27
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 27 ივნისს გამართულ პირველ მერვედფინალურ შეხვედარში ევროპული ფეხბურთის ორი გრანდის - გერმანიისა და ინგლისის დაპირისპირება გერმანელთა ეფექტური გამარჯვებით - 4:1 დასრულდა. გერმანელთაგან თავის გამოჩენა კლოზემ, პოდოსლკიმ და ორჯერ მიულერმა შეძლეს, ინგლისელთა მხრიდან ერთადერთი გოლი კი აპსონმა შეაგდო. 
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2010 ივნისი 27
26 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური მატჩები დაიწყო. ერთმანეთს ურუგვაი - სამხრეთ კორეის და აშშ - განის წყვილები დაუპირისპირდნენ. ურუგვაის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში წარმატებულ თამაშს აგრძელებს. ოსკარ ტაბარესის ფეხბურთელებმა ამჯერადაც დალაგებული, კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.   
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2010 ივნისი 26
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გამართული კენჭისყრის შედეგად პორტუგალიის და ბრაზილიის ნაკრებთა ერთ ჯგუფში მოხვედრამ გულშემატკივრის დიდი ინტერესი გამოიწვია. ალბათ, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ორი გრანდი მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვედრის დროს ასე მშვიდად და უემოციოდ ითამაშებდა. სატურნირო ცხრილში შექმნილმა ვითარებამ ფეხბურთელებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა.  
კატეგორია : მსოფლიო სპორტი თარიღი : 2010 ივნისი 25
მსოფლიოს ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი იტალია ტიტულს 11 ივლისს დაემშვიდობება. აპენინელებმა თასისთვის ბრძოლის შანსი ბევრისთვის მოულოდნელად, ჯგუფურ ეტაპზევე დაკარგეს. მარჩელო ლიპის გუნდმა დასკვნით ტურში მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტ სლოვაკეთთან 2:3 წააგო და F ქვეჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.