სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

პროექტი: ქართული სპორტის სტატისტიკურ მონაცემთა ბაზა

თარიღი: 2013 თებერვალი 26

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ქართული სპორტის სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის შექმნა.

მსგავსი პროექტი აქამდე არ განხორციელებულა.

პროექტის მიზანია შეიქმნას სტატისტიკურ მონაცემთა ისეთი ბაზა, რომელიც მოიცავს საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების თუ ნაკრები გუნდების შედეგებს.

ვაცნობიერებთ, რთულ, მაგრამ ქართული სპორტისთვის ძალიან საჭირო საქმეს შევეჭიდეთ. ამ პროექტის მნიშვნელობა წლიდან წლამდე გაიზრდება. დროის სვლასთან ერთად დაზუსტებული, შევსებული და, რაც მთავარია სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომი მონაცემები სპორტული ჟურნალისტებისა და სპორტის მოყვარულებისთვის ფასდაუდებელი გახდება.

აქედან გამომდინარე,  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე - msy.gov.ge - შეიქმნა დირექტორია „სტატისტიკა", სადაც პერიოდულად აიტვირთება სპორტის კონკრეტულ სახეობებში ჩატარებული შეჯიბრებების შედეგები. ვეცდებით მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მოვიძიოთ საქართველოს ჩემპიონატებისა და თასის გათამაშებების შესახებ,რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირებს, ქართველი სპორტსმენების გამოსვლების შესახებ შეძლებისდაგვარად ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.

პროექტის - „ქართული სპორტის სტატისტიკურ მონაცემთა ბაზა" - ავტორია ჟურნალისტი
ლაშა გოდუაძე.